Грузия Online

Main | My profile | Log out



ცხინვალს კვლავ აგრესორები აკონტროლებენ

11:58 PM

9 აგვისტოს ღამეს და 10 აგვისტოს დილით, კონფლიქტის ზონაში ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა. ცხინვალი 2-ჯერ გადავიდა ხელიდან-ხელში და ამ ბრძოლებს საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

10 აგვისტოს დილით ქართველები ტაქტიკურად გაადადგილდნენ უკან და ამჟამად ქალაქ ცხინვალს კვლავ აგრესორები აკონტროლობენ, თუმცა როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

ამჟამად პრაქტიკუულად დანგრეულია და მიწასთან გასწორებულია დიდი და პატარა ლიახვის როგორც ქართული, ასევე - ოსური სოფლების დიდი ნაწილი. ქალაქ ცხინვალის გარდა, დანგრეულია სოფლები: ნიქოზი, ფრისი, თამარაშენი, ხეთაგუროვო, ძარწემი, ავლევი, ნული და სხვა... რუსი აგრესორების ბომბები გორის რაიონის უკიდურეს სამხრეთით მდებარე სოფლებსაც გადასწვდა.

ჭურვები და რაკეტები ჩაცვივდა სოფელ მეღვრეკისში, ვარიანში, შავშებში.

ქარელის რაიონის სოფლებში: აბანო, ატოცი, აბისი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დამპრობლების “შავი ხელები” ხაშურის რაიონსაც კი მისწვდა და ნასროლმა ბომბებმა ქალაქ ხაშურთან ახლოს მდებარე სოფლის მეურნეობის სავარგულები გაანადგურა. ასევე დაიბომბა ონისა და ამბროლაურის რაიონებიც.

რაჭაში ბომბები მაშინ ჩაცვივდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა და მათი სიცოცხლე მხოლოდ რუსების უზუსტობამ იხსნა. ბომბების უმეტესობა ტყიან მასივში ჩავარდა.

როგორც საქართველოს რეინტეგრაციის მინიტრმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რუსების მხრიდან მსხვერპლი რამდენჯერმე მეტი იყო. დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცებიც, თუმცა დაღუპულთა რაოდენობის გამხელისაგან როგორც ქართული, ასევე რუსული მხარე თავს იკავებს.

რუსულ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველბის მხრიდან რამდენიმე ათასი დაღუპული იყო, მაგრამ საბრძოლო ოპერაციების პირობებში, ამ ციფრების ელემენტარული გადამოწმებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

რუსებმა დაბობმვითი ოპერაციები 9 აგვისტოს ღამით კვლავ განაახლეს. ამჯერად მათი სამიზნე თბილისის ავიამშენებელი ქარხნისა და ზემო აფხაზეთის აეროდრომები გახდა.

თბილისში განხორციელებული დაბომბვების დროს, აეროდრომი მსუბუქად დაზიანდა, რადგან ბომბების უმეტესობა არ აფეთქდა. აეროდრომიდან სამოქალაქო დასახლებები საკმაოდ მოშორებითაა და ამ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება კონფლიქტის საერთაშორისო გამოხმაურებას, დასავლეთის ქვყნების უმეტესობა ტრადიციულად “შეშფოთებოითა და აღშფოთებითაა” დაკავებული.

ერთადერთი რეალური წინადადება საფრანგეთის მთავრობამ შემოგვთავაზა, რომელიც სამპუნქტიანი სამშვიდობო წინადადებების წამოყენებას აპირებს. საქართველოში ამერიკის თანადგომის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.


 


Category: | Views: 1344 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024