Грузия Online

Main | My profile | Log out



კოდორზე შეტევა დაიწყო

11:59 PM

ზემო კოდორის ხეობაზე ამჟამად რუსული და აფხაზური ძალების მიერ სახმელეთო და საჰაერო შეტევა ხორციელდება, განაცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

- ”ხეობა იბომბება. იყო ხეობის ხმელეთიდან შეტევის მცდელობა, თუმცა ჩვენმა ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს”, - განუცხადა Civil.Ge-ს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.

მისი თქმით, ჯერ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, იბომბება სოფლები აჟარა, გენწვისი, ქვაფჩარა.

- ”მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის, მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუირება გუშინ ღამით მოხდა”, - აცნობეს Civil.Ge-ს მთავრობაში.

- ”ჩვენ არ გვეშინია არანაირი შეტევისა კოდორის ხეობაზე,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ჯერ კიდევ დილით განაცხადა, რომ მან უკვე გასცა ბრძანება ზემო კოდორის ხეობაში 1’000 სამხედროს გაგზავნის თაობაზე. მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაში 11 აგვისტოს შედის.

იმავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემები საქართველოს საზღვაო საზღვარზე განთავსდნენ. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მათი ამოცანაა საზღვაო მარშრუტებით საქართველოში იარაღის შეტანის აღკვეთა.


 


Category: | Views: 985 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2018