Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსეთი ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებს შუამავლის სტატუსით ვეღარ დაუბრუნდება

0:01 AM

ფაქტი სახეზეა – “ერთმორწმუნე მეზობელმა”, როგორც ქართველები უკვე 400 წელია ვუწოდებთ რუსებს და რომლისგანაც ჯილდოების მიღებას დღემდე აგრძელებენ კულტურის ქართველი მოღვაწეები, მის ხელთ არსებული მთელი არსენალი გამოიყენა, რამაც ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.

შუადღის მონაცემებით, როკის გვირაბის გავლით შემოსული იყო რუსეთის რეგულარული არმიის 300 ერთეული მძიმე ტექნიკა, 10 ათასი ქვეითი ჯარისკაცი და რამდენიმე ასეული საარტილერიო დანადგარი.

რუსეთის სატანკო ქვედანაყოფები ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში პოზიციების დაკავებას ცდილობდნენ, რაც, მას შემდეგ, რაც ქართულმა შენაერთებმა გადაჯგუფება განახორციელეს, საბოლოოდ შეძლეს კიდეც, შემდეგ კი ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქართული სოფლებიც დაიკავეს

დაზუსტებული ინფორმაციით, რუსული ტანკები სოფელ ერედვში, ხეითში, ქსუისში და არბოში შევიდნენ. პარალელურად, რუსული ბომდამშენები აქტიურად აგრძელებდნენ გორის დაბომბვას. გორი ბოლო ორ დღის განმავლობაში რუსულმა სამხედრო ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ცხინვალში სერიოზული სამხედრო ოპერაციები არ ხორციელდება და ქართულმა სამხედრო ძალებმა პოზიციების გადანაცვლება განახორციელეს, რადგან ქართულ მხარეს რამდენიმე მიმართულებით მოუწია ბრძოლა.

მისივე თქმით, პირველი - ეს იყო სამხრეთ ოსეთის ბანდფორმირებებთან ბრძოლა, მეორე - ე.წ მოხალისეებთან, მესამე - რუსეთის რეგულარულ არმიასთან, რომელიც, როგორც იაკობაშვილი აცხადებს, წარმატებით იქნა მოგერიებული. ბოლოს კი, რუსებმა საქართველოში ყველა ძალა შემოიყვანეს, რაც გააჩნდათ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საერთაშორისო თანამეგობრობა ბოლო წუთამდე უჩვეულო პასიურობას იჩენდა და მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცხინვალი უკვე დაკარგული იყო, ხოლო ვლადიმერ პუტინი მისთვის დამახასიათებელი იმპერიულ-სოლდაფონური განცხადებებით და მუქარებით იყო დაკავებული.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტრას ვაიტუგანისის განცხადებით, რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე საქართველოს პირობები წარუდგინა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დილით შეხვდა რუსეთის ელჩს და წარუდგინა საქართველოს პირობები, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს დაბომბვა. ვაიტიგუნასის ინფორმაციით, საღამოსთვის კონფლიქტის ზონაში აღარ დარჩა არც ერთი ქართველი ჯარისკაცი.

რუსეთი ვეღარ დაუბრუნდება ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებს შუამავლის სტატუსით, - ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ჩარევა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ დაბრუნდება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში, როგორც პატიოსანი შუამავალი მხარეებს შორის.

- ”ამჟამად რუსეთი წარმოადგენს მხარეს კონფლიქტში და ეს გათვალისწინებული აუცილებლად იქნება, როცა შეწყდება ცეცხლი და დაიწყება მოლაპარაკებები” - განაცხადა სტუბმა. მისივე აზრით, ნათელია, რომ დაბრუნება სტატუს-კვოსკენ, იმისკენ, რაც იყო, აღარასდროს მოხდება. სტუბი თვლის, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მოლოდინი სწორი არ იქნება.

- ”თუ ავიღებთ 10-ბალიან შკალას, ჩვენ ახლა 2 ბალის ნიშნულთან ვიმყოფებით” - განმარტა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ”ეს ომია ყოველგვარი ეჭვის გარეშე - არავითარი საუფძელი არ არსებობს, ამას სხვა სახელი ვუწოდოთ” - განაცხადა სტუბმა და დასძინა, რომ ეუთო კონფლიქტის გადაწყვეტისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის თვითგამორკვევის პრინციპებით იხელმძღვანელებს.

ეუთო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 11 აგვისტოს საქართველოში ჩავა, რათა შეხვდეს პრეზიდენტ სააკაშვილს, მერე კი ეწვევა მოსკოვს, სადაც შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.


 


Category: | Views: 1542 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024