Грузия Online

Main | My profile | Log out



”ცხინვალი მთლიანად აღგვილია პირისაგან მიწისა”

0:02 AM

უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას ინფორმაციით, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად ქალაქი ცხინვალი მთლიანად აღგვილია პირისაგან მიწისა.

როგორც ლომაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ცხინვალის რეგიონში გუშინ ქართულმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის არმიის შემოტევები და, პრაქტიკულად, მთელი ცხინვალი რუსული ჯარებისგან გათავისუფლებული იყო.

- ”რუსმა აგრესორებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს. მხოლოდ გუშინდელი ბრძოლების შედეგად დაკარგეს 40 ერთეული მძიმე ტექნიკა და ტანკები, ასევე, სერიოზულია დანაკარგი ცოცხალ ძალაშიც”.

კონფლიქტის ზონაში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. რუსეთის აგრესიის მასშტაბები გაიზარდა. მთელი ღამის განმავლობაში როკის გვირაბის გავლით შემოჰქონდათ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და რაკეტები.

- ”მათ მოახდინეს, ასევე, ცოცხალი ძალის მობილიზება ჯავაში და მთელი ღამის განმავლობაში მიჰქონდათ საჰაერო იერიშები საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე", - აღნიშნა ლომაიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ქართულმა სამხედრო ძალებმა მოახდინეს ტაქტიკური გადაჯგუფება და ახალი საბრძოლო პოზიცია დაიკავეს. ამის შემდეგაც გრძელდებოდა დაბომბვები, თუმცა ამ მომენტისთვის კონფლიქტის რეგიონში სიმშვიდეა და ქართული ძალები ინარჩუნებენ იმ პოზიციებს, რომლებიც გადაადგილების შედეგად დაიკავეს.


 


Category: | Views: 1364 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024