Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსეთი კავკასიის რუკის შეცვლას ცდილობს

0:03 AM

ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართულმა სამთავრობო ჯარებმა დატოვეს ცხინვალი და ამჟამად იქ რუსული საჯარისო ნაწილები არიან განლაგებულნი, რომლებიც  მიწასთან გასწორებულ ცხინვალს აკონტროლებენ.

როგორც ქართულ სამხედრო უწყებაში BBC -ს განუცხადეს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის მიზნით მოხდა. თუმცა, რუსი სამხედროები საპირისპიროს აცხადებენ - ქართული სამთავრობო ჯარები კვლავ ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამავდროულად, რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსული სამხედრო გემები  საქართველოს პორტების ბლოკადაში მოსაქცევად ემზადებიან. ასევე, ვრცელდება  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი 10’000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზებას ახდენს, რათა ისინი დაუყოვნებლივ იქნან გადასროლილნი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.

აფხაზური პრობლემა
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ედმონ მულეტმა განაცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ აფხაზი სეპარატისტები  მზად არიან დარტყმა მიაყენონ საქართველოს სამთავრობო ჯარებს ზემო აფხაზეთში: ”ამ მომენტისათვის ჩვენ განსაკუთრებით შეწუხებულები ვართ იმით, რომ კონფლიქტი გასცდა სამხრეთ ოსეთს და დაპირისპირებამ, შესაძლოა, აფხაზეთში გადაინაცვლოს”.

როგორც BBC-ს კორესპონდენტი ბრიტჯეტ კენდალი გვატყობინებს ამ დროისათვის, აშშ, ევროსაბჭო და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია იმედოვნებენ, რომ ცეცხლი დროებით მაინც შეწყდება. როგორ წესი, ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ კრემლს, როდესაც საუბარი საქართველოს შეეხება.

რუსეთი ეცდება გამოიყენოს ეს კრიზისი და თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირება მოახდინოს რეგიონში. აქედან გამომდინარე, ეს გახლავთ ძირითადი საფრთხე, რომელიც ტერიტორიების ახალი გადანაწილებით ემუქრება რეგიონს.


 


Category: | Views: 655 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017