Грузия Online

Main | My profile | Log out



გიორგი ხუციშვილი: “დასავლეთი თავის პასიურობით შეცდომას უშვებს”

1:48 AM
[ნინო მიქიაშვილი, "რეზონანსი"]
იმაზე, თუ რის გამო დაიწყო ომი საქართველოში და რა პოზიცია შეიძლება დაიკავონ დასავლურმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, “რეზონანსი” შეხვდა და ესაუბრა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორს, გიორგი ხუციშვილს.
გიორგი ხუციშვილი: სიტუაციის აქამდე მიყვანას ყველას ერთად ვაბრალებ. ეს იყო ყველა მხრიდან დაშვებული უგუნური ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ღია და დაუფარავი აგრესია.
ეს გამოიხატება იმაში რომ ხელყოფილია ადამიანების სიცოცხლე, დაბომბილია ქალაქები და დასახლებული პუნქტები, სტრატეგიული ობიექტები. რუსეთი საბოლოო შეტევაზე გადმოვიდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაამონოს. საქართველოს ყველა მოქალაქე ერთიანია იმაში, რომ ეს უნდა შეწყდეს და ყველაფერს თავის სახელი დაერქვას.
რატომ პასიურობს დასავლეთი?
- იმიტომ რომ მსოფლიო რუკაზე საქართველოს პატარა ადგილი უკავია. დასავლეთი თავის პასიურობით შეცდომას უშვებს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, რომლის გამო ახლა ასეთი გააფთრებული ბრძოლა მიდის.
ამ ვითარებაში სულ ერთი არ არის რუსეთი აქ თავის პოლიტიკას გაატარებს, თუ ვერ გაატარებს. ამ შემთხვევაში ჩვენი აქტიურობაა საჭირო. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქციოს.
როგორ წარმოგიდგენიათ ეს აქტიურობა?
- ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა შევიდეს საჩივარი, რომ აგრესია ხორციელდება, რომელიც უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, რუსეთის წინაამღდეგ რაღაც სასჯელი, რაღაც ზომებიუნდა იყოს გამოყენებული.
კონკრეტულად რა ფორმებით შეიძლება დასავლეთმა ზეწოლაგანახორციელოს რუსეთზე?
- საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ უფლება შეფასება გააკეთონ და ისე გამოაქვეყნონ, რომ ამას მსოფლიოში დიდი საინფორმაციო დაფარვა ჰქონდეს. გარდა ამისა, უნდა იყოს კატეგორიულ მოთხოვნა რომ შეწყდეს აგრესია.
არ შეიძლება ეკონომიკური სანქციები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ?
- შეიძლება, მაგრამ სანქციების გამოყენების პროცედურა დროში გაიწელება. რუსეთზე ზეწოლა უნდა განახორციელოს აშშ-მ, ევროკავშირის ხელმღვანელობამ, თუ არიან ჩვენი მეგობრები და აინტერესებთ რა მიმართულებით წავა საქმე რეგიონში, იქნება თუ არა აქ კავკასიური ომი, იქნება თუ არა აქ დესტაბილიზაცია. ეს მათ უნდა აწუხებდეს, რადგან ეს ამბავი მათ საზღვრებთან ხდება.
რა საფრთხე შეიძლება შეექმნას დასავლეთს, ეს კონფლიქტიმთელ კავკასიას რომ მოედოს?
- ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ ეს არის დერეფანი ნავთობსადენის, გაზსადენის და სწორედ რუსეთის ინეტერსშია ის, რომ დასავლეთმა აქაურობა აღარ განიხილოს, როგორც ენერგო-დერეფანი და მიმართოს ალტერნატიულ გზებს, რომელსაც რუსეთი სთავაზობს.
რუსეთს უნდა დერეფანი გავიდეს ისეთ ქვეყნებში, რომელსაც ბოლომდე აკონტროლებს. ახლა აქ  რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს ბრძოლა მსოფლიოში ენერგო-ექსპანსიისთვის და ენერგო-მონოპოლიისთვის.
ფაქტია - პირისპირ ჩვენ და რუსეთი ვართ...
- დიახ, ფაქტია, მაგრამ რას მოვითხოვთ, რომ ბრძოლაში აზერბაჯიანი და სომხეთი ჩაებან?
რუსეთის საელჩოს პარალელურად აქციები სამოქალაქო საზოგადოებამ აშშ-ს და ევროპის ქვეყნების საელჩოებთანაც უნდა მოაწყოს, რათა ისინი ვაიძულოთ მშვიდობის დამყარებაში დაგვეხმარონ?
- ასეთი აქციები უნდა მოაწყოს იმ მოთხოვნით, რომ საქართველოს ამ მძიმე სიტუაციაში ქმედითი დახმარება გაუწიონ.
ერაყში ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელების გვერდიგვერდ იბრძოდნენ და ახლა ჩვენრატომ არ დაგვიდგნენ გვერდზე?
- აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. გვერდზე იმიტომ არ დაგვიდგნენ, რომ ეს არის განსხვავება დიდსა და პატარა ქვეყანას შორის. ჩვენ მათ მეგობრულ დახმარებას ვუწევთ და ხელს ვუწვდით, როცა საჭიროა.
ამას ვაკეთებთ იმისთვის რომ ძნელბედობის ჟამს ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ, მაგრამ ამჟამად დარწმუნებული არა ვარ, რომ მათგან საპასუხო დახმარებას მივიღებთ.
შეგიძლიათ პროგნოზი გააკეთოთ?
- რუსეთის გეგმაში შედის ხანგრძლივი და გაჭიანურებული დაპირისპირება წარმოიქმნას, იყოს პარტიზანული ომი და ა.შ. სინამდვილეში შეიძლება ასეც მოხდეს - შეიძლება მშვიდობა დიდხანს ვერ დამყარდეს. ამიტომ რაც შეიძლება მალე ქმედითი ჩარევა უნდა განხორციელდეს - რეგიონში გაერო-ს, ან სხვა სამხედრო, ან პოლიციური შენაერთები უნდა შემოვიდეს.

 


Category: | Views: 1074 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024