Грузия Online

Main | My profile | Log out



სულ სხვა რაღაცა ყოფილა ომი...

1:54 AM
ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმზე ამოვიკითხეთ. ომი ომია, არის ნგრევა და მსხვერპლი, მაგრამ ხშირად არის უაზრო ნგრევა და უაზრო მსხვერპლი.
არავინ დავობს, რომ ქართველებმა დიდებულად იომეს. მაგრამ, აქ საუბარია რეზერვისტებზე, ჯერ კიდევ ბავშვებზე. შესაძლოა, არც მთლად ბავშვებზე - გულიანებზე, ანთებულებზე… მაგრამ, ნამდვილად გამოუცდელებზე. ომს ხასიათი იგებს.
იმ ახალგაზრდას, რომლის სიტყვებსაც ახლა წაიკითხავთ, ხასიათი და სამშობლოს სიყვარული ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აკლდა მომზადება და, რაც მთავარია, აკლდა მაგალითი. თუმცა, სჯობს თავად წაიკითხოთ. ჩვენ მას ბოდიშს ვუხდით, რადგან ნებართვა არ აგვიღია, ისე ვბეჭდავთ. იმედია, არ გაგვინაწყენდება
”აქ პირობებზე არ არის საუბარი... ომში რომ შემწვარ-მოხრაკულებს არ მოგართმევენ და რბილად ვერ დაიძინებ, ყველამ იცის და მაგაზე არც არავის ქონია პრეტენზია...მაგრამ გორში ჩემი ძმაკაცები იყვნენ...
რამდენიმე ასეული კაცი იყო ერთად ორი დღის მანძილზე და ერთი ოფიცერი არ ყავდათ, რომ რამე მიეთითებინათ...
2 დღე გაურკვევლობაში იყვნენ...
როცა ხალხს იწვევ ვიღაცას ხო უნდა ჩააბარო მაგათი თავი... პროფესიონალები ხო არ არიან რომ თვითნებურად მიიღონ გადაწყვეტილებები... ბიჭები დაბომბეს, რამდენიმე დაიღუპა კიდეც.... ზოგმა პანიკა ატეხა სუ-24-ებს ავტომატიდან გაუხსნა ცეცხლი და კიდევ რამდენიმე რეზერვისტი დაიჭრა...
იმიტომ რომ პატრონი არ ყავდათ არავინ...
ჩვენ ოსურ სოფელში წაგვიყვანეს 150 კაცი და პოზიციები გავამაგრეთ...
გუშინ ოსებმა რომ შემოგვიტიეს, ჩვენი ერთადერთი რეგულარულის ოფიცერი პანიკებში ჩავარდა და უკანდახევის ბრძანება გასცა მაშინ როცა მაგარი პოზიციები გვქონდა და ჩვენ 150 ვიყავით და ოსები მაქსიმუმ 50-60...
რეზერვისტებს რო ბრძოლა გვინდოდა (100% ჩვენ გავიმარჯვებდით მაგ სიტუაციაში) და დაპანიკებულმა არმიის კაპიტანმა რო ბოზი კურდღლებივით გამოგვაქცია უკან, ეს საქციელი რა არის - ვერ ვხვდები...
მერე ავტობუსებით გორისკენ წავედით და ბომბები ჩამოყარეს... ავტობუსებიდან გადმოვცვივდით ჩვენ და დავიმალეთ ტყეში... ჩვენი კაპიტანი კი ჩახტა პიკაპში, დაგვიბარა, აქ იყავითო და 2 საათით წავიდა...
მერე მოვიდა... რო ვეკითხებოდით, რა უნდა ვქნათო - არ ვიციო...
მერე სარდლობასთან დარეკა და ჩემი ყურით გავიგონე, რომ ჰკითხა, ამ ხალხს რა ვუყოო და იქიდან რომ უპასუხეს, მაგათთვის გვცხელა ეხლა, სადაც გინდათ იქ წაიყვანეთო...
მერე გორში წაგვიყვანეს და უცებ ეს კაპიტანი ბრძანებას იღებს უკან სოფელში დაბრუნდით და ოსებისგან გაწმინდეთ ცოტანი არიანო...
ანუ, გამაგრებული პოზიციებიდან გამოგვაქციეს და ვიღაცა დაყ….მა უკან სოფელში ასვლა ბრძანა, როცა 100% იქ უკვე ჩვენივე გათხრილ სანგრებში იქნებოდნენ ჩასაფრებულები და ბუზებივით დაგვხოცავდნენ...
მოკლედ, 3 საათი ვიყავით გორში და მაგ ხნის მანძილზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს...
ამ დროს 30 დავრჩით, დანარჩენები თბილისში წავიდნენ...
როგორც იქნა დარეკა შტაბიდან, ელაპარაკნენ და გვითხრეს, იარაღი და ტყვია წამალი დატოვეთ და თავისუფლები ხართო...
დავტოვეთ და ღამით ფეხით წამოვედით 30 კაცი გორიდან... კიდე კაი გზაში ავტობუსმა გაგიჩერა და ჩამოგვიყვანა...
კიდევ მანამდე რამოდენიმე ინციდენტი მოხდა რეზერვისტებს და ოფიცრებს შორის რის თქმასაც ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ...
მოკლედ, რისი თქმა მინდა... გამოუცდელი კაცი რო წახვალ ომში, მაგალითი გამოცდილმა უნდა მოგცეს...
დიდი სტრესია ძაან... სულ სხვა რაღაცა ყოფილა ომი... თავიდან მეგონა რომ მარტო ის იქნებოდა საფიქრალი, არ მოვმკვდარიყავი და სხვა როგორ მომეკლა...
მაგრამ, იქ არავინ ფიქრობდა საკუთარ თავზე...
ყველა ოჯახებზე ფიქრობდა... და ფსიქოლოგიურად მაგრად გვძაბავდა ის რომ ყველას ოჯახი გვედგა უკან და ამ დროს ბატებივით ვიყავით და არ ვიცოდით, რა გავეკეთებინა...
როცა სამშობლოსთვის კვდები, დიდ რამეს ნიშნავს... მაგრამ, როცა ხედავ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება არაფრისთვის მოკვდე, მოკვდე ისე რომ ამ შენი სიკვდილით შენ ქვეყანას არაფერი შეემატოს მაგრად ტეხავს...
ფრონტის წინა ხაზს რაც შეეხება, მე მანდ არ ვყოფილვარ, მაგრამ 200 რეზერვისტი რომ ცხინვალში ყავდათ, 100% ვიცი... ბოლოს, ვეღარ გაუძლეს ბიჭებმა და გამოიქცნენ თავისით...
შეიძლება, წესით, არ შეიძლება ასე , მაგრამ ამ მომენტში ვერ გავამტყუნებ მაგ ხალხს”.

 


Category: | Views: 686 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 3
3  
martlac chvenma bichebma dzaaan magrad gvasaxeles....qartvelebi magrebi vart mara es yvelaferi mishas bralia

2  
bichebma magrad iomes da ai genshtabi rom parchaki gvkolia ukve kargad chans

1  
martlac rom sashineleebaa amdeni sisxlisgvra.erti ki namdvilad ar mesmis tviton savardlebidan scemen gankargulebebs da wina xazebze ki am gamoucdel bichebs ushveben..vin mostvlis ramdeni deda aatira da ramdeni ojaxi gaamwara am omma.visi bralia tu ara chveni mtavrobis.

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017