Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსეთის საინტერვენციო ჯარები საქართველოში შემოვიდნენ

1:54 AM
[”ინტერპრესნიუსი”]
ის, რაც ახლა ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, სრულიად ნათელია, რომ არის მრავალი თვის, თუ არა წლების წინ დაგეგმილი სამხედრო ინტერვენცია. ამის მიზანია, სულ მცირე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, ანექსია და, როგორც საბოლოო შედეგი, მთლიანად საქართველოს ოკუპაცია.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაკეთებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული საინტერვენციო ძალა ძალიან მრავალმრიცხოვანი, სერიოზულია და შეიცავს სასიკვდილო საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის.
- "დღეს ხორციელდება საქართველოს ხელახალი ოკუპაციის, დამონების, დამოუკიდებლობის ჩამორთმევის მცდელობა. ეს რომ ასეა, საერთოდ ეჭვს აღარ იწვევს ბოლო დროინდელი განცხადებების შედეგად. თუ ადრე საუბარი ჰქონდათ, რომ უპასუხეს თითქოსდა ჩვენს მიერ დაწყებულ ოპერაციას სამხრეთ ოსეთში, გუშინ და გუშინწინ უკვე კეთდებოდა ოფიციალური განცხადება, რომ ოპერაციის მიზანი არის საქართველოს ხელისფლების გამოცვლა, საქართველოს კურსის შეცვლა ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს მათი ენიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დასრულებად ითარგმნება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხორციელდება დარტყმები კოდორის ხეობის მიმართულებით ზემო აფხაზეთში, ხორციელდება დარტყმები აფხაზეთის და სამეგრელოს მიმართულებით. გუშინ იყო გორის აღების მცდელობა, რაც მოგერიებული იქნა ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ.
- "ჩვენი შეიარაღებული ძალები ძალიან კარგად იბრძვიან, მათი მორალი სულ უფრო იზრდება. რა თქმა უნდა, მე ძალიან ვწუხვარ, ომია და, რა თქმა უნდა, გვაქვს დანაკარგები, მაგრამ მოწინააღმდეგეს აქვს ბევრად მეტი დანაკარგი, მე ამას ვაცხადებ მათივე წყაროებზე დაყრდნობით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან სერიოზული გამოცდა და რეალურად საქართველოს სამხედრო ძალების წარმატება ეფუძნება მათ წარმოუდგენელ, ენით აუწერელ გმირობას.
- "მოწინააღმდეგე არ მოელოდა. თვითონვე აღიარეს გუშინ ოფიციალურ განცხადებაში, რომ 12-ჯერ მეტი წინააღმდეგობა შეხვდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან, ვიდრე წარმოედგინათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 

 


Category: | Views: 587 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017