Грузия Online

Main | My profile | Log out



საქართველო პუტინს ჰააგის სასამართლოში უჩივლებს

1:15 PM
[შორენა პაპაშვილი]
”რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი, როგორც სამხედრო დამნაშავე, ჰააგის სასამართლოს თუ ჩაბარდება, რეინტეგრეციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი პირველი იქნება მათ შორის, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევს”, - ამის შესახებ დღეს თავად იაკობაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციას ჯერ კიდევ აკონტროლებენ ქართული საჯარისო ნაწილები. ქართული მხარე გადავიდა ტაქტიკურ ბრძოლებზე და მათი უმთავრესი მიზანია, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგით შეინარჩუნონ აღებული პოზიციები.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ საქართველომ გახსნა მეორე - დიპლომატიური ფრონტი, რომელშიც მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატები არიან ჩართულნი და ამდენად “რუსეთს მოუწევს, საქართველოსთან საუბრის ტონი შეარბილოს.”
მინისტრ იკობაშვილს ისიც მიაჩნია, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების დაწყება გარდაუვალი იყო და ახლა მთავარია, ამ პროცესში აქტიურად ჩაეთოს ევროპა.
- “დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ომი ჩვენ კი არ დავიწყეთ, არამედ რუსეთმა”, - ამბობს იგი და დასძენს, რომ ” რუსი ხალხი თავად უნდა მიხვდეს - რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო ერთი კრიმინალი კოკოითის გამო”.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსათვის სპეციალურ სარჩელს ამზადებს, რომელიც ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან ერთად, მოიცავს 1992 წელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს განხორციელებული ქართველების გენოციდის დამადასტურებელ მასალებს.
როგორც “პრესა.გე”-ს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ განუცხადა, საქართველოს მთავრობა რუსეთის სამხედრო აგრესიას სტრასბურგის სასამართლოშიც გააპროტესტებს და გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ მექანიზმს, რათა “საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ბარბაროსობისათვის პასუხი აგონ, როგორც ცალკეული თანამდებობის პირებმა, აგრეთვე რუსეთის სახელმწიფომაც”.
საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ მათი სარჩელების საფუძველზე, საერთაშორისო სასამართლოები რუსეთს დაუწესებენ სანქიცებს: საქართველოსათვის მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება და დამნაშავე პირების დასჯა.

 


Category: | Views: 994 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024