Грузия Online

Main | My profile | Log out



დღეს საქართველო 260-მა უცხოელმა დატოვა

4:03 PM

თბილისის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ამ დილით საქართველოდან გაემგზავრა 260 უცხოეთის მოქალაქე.

მათ შორის იყვნენ უცხოეთში (საფრანგეთის, გემრანია, დიდი ბრიტანეთის) მცხოვრები ქართული წამოშობის ადამიანები, უცხოელი ტურისტები და საქართველოში სამსახურეობრივი მისიით მყოფი ადამიანები.

როგორც ცენტრს აეროპორტში მოსულმა საფრანგეთის ელჩმა განუცხადა, ეს რესისი სრულდება მოქალაქეების სურვილის შესაბამისად და არა საელჩოს გადაწყვეტილებით.

- “ეს არ არის ევაკუცია. საქართველოში არსებული ვითარების გამო, საფრანგეთი ჰუმანიტარულ ტვირთს გზავნის საქართველოსათვის. ეს თვითმფრინავი უკან ცარიელი რომ არ გაფრენილიყო, ჩვენ მივეცით საშუალება ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზნით იმყოფებოდნენ საქართველოში, დაბრუნდნენ საფრანგეთში. მითუმეტეს, რომ ბევრი მათგანი ბავშვებით არიან, აქ არიან ხანშიშესული ადამიანებიც”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

მისივე თქმით, სიტუაციაა თბილისის ირგლვით თანდათან დაიძაბა. ამდენად, ეს გადაწყვეტილება თავად უცხოელმა მოქალაქეებმა მიიღეს. საელჩო კი მათ მხოლოდ დაეხმარა, დროზე ადრე დაეტოვებინათ საქართველო.

უცხოელი ტურისტების თქმით, ისინი ძირითადად ბათუმსა და კახეთში იმყოფებოდნენ.

- “უკვე უსაფრთხოება არც ერთ კუთხეში არ არის გარანტირებული, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ შვებულებას და ვბრუნდებით, რაც ძალიან დასანანია”, - განაცხადა ფრანმა ქალბატონმა.

აეროპორტში იმყოფებოდნენ ქართველები, რომლებიც უკვე საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ან იქ ცხოვრების უფლება აქვთ მინიჭებული. ბევრი მათგანი აგვისტოს ბოლომდე აპირებდა დარჩენას საქართველოში, ზოგიერთი კი საკუთარი მანქანით უნდა დაბრუნებულიყო საფრანგეთში.

ყველა მათგანი ამ დილით იძულებით გაფრინდა პარიზში. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა კი საფრანგეთიდან თავად უნდა განაგრძნონ გზა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიამდე.


 


Category: | Views: 968 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024