Грузия Online

Main | My profile | Log out



საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ქრონოლოგიის ერთი მონაკვეთი

4:19 PM
თბილისი.12.08.08."ჯი-ეიჩ-ენი".საქართველოს მთავრობამ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისმიერ განხორციელებული აგრესიის ქრონოლოგიის ერთი მონაკვეთი გამოაქვეყნა.

1. 10:15 რუსულმა თვითმფრნავებმა დაბომბეს გორი. დაიბომბა ტერიტორია ადმინისტრაციის შენობისა და ქალაქის ბაზრის გარშემო.
2. 12 აგვისტოს დილის საათებში რუსული თვითმფრინავების მიერ კიდევ ერთხელ დაიბომბა ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელი ტყვიავი.
3. 03:25 გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ დაუჭერდა მხარს რეზოლუციას. საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რეზოლუცია მისაღები იყო საქართველოსთვის.
4. 02:15 დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა. საფრანგეთის მიერ განხილული იქნა საფრანგეთის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეყვეტის რეზოლუცია.
5. 02:05 რუსულმა ავიაციამ დაბომბა კასპი. შამი ბომბი ჩამოგდეს ჰედელბერგის ცემენტის ქახანასთან (საქართველოს ორი ცემენტის ქარხანიდან ერთ-ერთი). ზარალის შესახებ ინფორმაცია არ არის.
6. 01:15 აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება. "რუსეთი შეიჭრა სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოში და ემუქრება დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას. ასეთი ქმედება მიუღებელია 21-ე საუკუნეში", განაცხადა პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში თეთრი სახლიდან და მოუწოდა მოსკოვს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, როგორც ეს გააკეთა საქართველოს მთავრობამ.
7. 20:30 რუსულმა არმიამ აიღო გორი და დაბლოკა საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების დამაკავშირებული ცენტრალური გზა.
8. 20:10 რუსეთის ფედერაციის ოკუპანტური არმია წინ მიიწევს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონებს მიღმა. რუსეთის არმია მიიწევს გორისკენ. ქართული არმია უკან იხევს თბილისის დასაცავად. მთავრობა ელის სასწრაფო საერთაშორისო ჩარევას საქართველოს დაცემის და შემდგომი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
9. 19:20 ამერიკის სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ გააკეთა საქართველო ხმარდამჭერი განცხადებები. მისი თქმით მოვა დრო როცა საერთაშორისო სამშვიდობო ძალები შემოვლენ საქართველოში და აღადგენენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
10. 19:00 თბილისში გაიხსნა იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების ბანაკი
11. 18:20 ოსი სეპარატისტები შეიჭრნენ ერედვის ახლოს მდებარე სოფელ ბელოტში, ტყვედ აიყვანეს სამოქალაქო მოსახლეობა და გამოკეტეს ისინი ადგილობრივ ეკლესიაში.
12. 18:10 რუსი ჯარისკაცები დაესხნენ და აიღეს გორის რაიონის სოფელი შინდისი.
13. 17:30 რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორის რაიონის სოფ. კერე.
14. რუსი "სამშვიდობოები" მძიმე ტექნიკით შეიჭრნენ ზუგდიდში ადგილობრივი პოლიციის განსაიარაღებლად. 17:00 დაიწყეს ადმინისტრაციული შენობების დაკავება.
15. 14:30 სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ.
16. 13:30 პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც მომზადებულია საფრანგეთის, ფინეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩაიტანენ შეთანხმებას მოსკოვში, სადაც შეეცდებიან დაარწმუნონ პრეზიდენტი მედვედევი მას ხელი მოაწეროს.
17. 12:05 რუსული ავიაცია ბომბავს ქართულ პოზიციებს ზემო აფხაზეთში.
18. 10:00 რუსულმა არტილერიამ საცეცხლე დარტყმა მიაყენა სოფელ ერედვს.
19. 07:15 სენაკის აეროპორტი დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ.
20. 06:10 დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონის ბაზა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლი.
21. 05:00 რუსულმა ავიაციამ დაბომბა შირაკის აეროდრომი დედოფლისწყაროს რაიონში.
22. 04:37 დაიბომბა სამოქალაქო რადიო-სალოკაციო სადგური მახათას მთაზე.
23. 03:05 ხელვაჩაურის რაიონის სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი, მახო დაიბომბნენ რუსული თვითმფრინავების მიერ. მსხვერპლი არ არის.
24. 00:30 დაიბომბა სამოქალაქო რადიო-სალოკაციო სადგური სოფელ შავშვებში.
25. 00:00 ხუთი დაჭრილი პოლიციელი გადაყვანილია ზემო აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში.
26. 20:00 პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს ზემო აფხაზეთში, სოფ. ქვაბჩარასთან ახლოს.
27. 19:10 რუსულმა ავიაციამ დაბომბა "თბილავიამშენი".
28. 19:05 რუსულმა ავიაციამ დაბომბა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
29. 17:30 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს ა. სმაგას გადასცა ნოტა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით
30. 18:00 რუსულმა თვითმფრინავებმა ანაკლია დაბომბეს.
31. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრეგორი კარასინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის პირობები. საქართველომ უნდა გამოიყვანოს თავისი საჯარისო შენაერთები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და აიღოს ძალის არ გამოყენების ვალდებულება.
32. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ქართულ-რუსული კონფლიქტის ზონაში შესვლის სურვილის მქონე ჟურნალისტებმა, აკრედიტაცია უნდა გაიარონ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში.
33. 16:10 ერთადერთ ხიდს, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აერთებდა, გაუჩნდა ხანძარი. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.
34. 16:05 რუსული ავიაციის მიერ იბომბება გორი.
35. 15:10 რუსული ჯარი და აფხაზი სეპარატისტები იწყებენ საქვეითო თავდასხმას ზემო აფხაზეთზე. რეგიონი რუსული ავიაციის მიერ იბომბება.
36. 15:00 რუსული თვითმფრინავები ბომბავენ სოფ. ქნოლევს, ქარელიოს რაიონის ჩრდ. ნაწილში.
37. რუსული თავდასხმების შედეგად ათი აგვისტოს შუადღისთვის ცხინვალის და გორის რაიონებიდან 20.000-25.000 იძულებით გადაადგილებული პირია. იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
38. 09:00 საქართველოს მთავრობა გაავრცელა ინფორმაცია 45 ჯარისკაცისა და 47 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ.
39. 08:45 ათი რუსული თვითმფრინავი უტევს კოდორს. საქართველოს საჯარისო შენართებმა ჩამოგდეს ერთი თვითმფრინავი.
40. 07:40 რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა.
41. 07:00 ქართული საჯარისო შენაერთები ტოვებენ ცხინვალს
42. რუსი გენერალი ხრულოვი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელი დაიჭრა საქართველოს საჯარისო შენაერთების მიერ რუსულ სამხედრო კოლონაზე გახსნილი ცეცხლის შედეგად.
43. 05:45 რუსული თვითმფრინავი შეიჭრა ქართლ საჰაერო სივრცეში დაღესტანიდან და სამი ბომბი ჩამოგდო თბილავიამშენზე.
44. 6.000 რუსი ჯარისკაცი, 90 ტანკი, 150 ჯავშანტრანსპორტიორი და 250 საარტილერიო დანადგარი შემოვიდა საქართველოში როკის გვირაბიდან.
45. 4.000 რუსი ჯარისკაცი შევიდა ოჩამჩირის პორტში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სევასტოპოლის პორტიდან.

 


Category: | Views: 1023 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024