Грузия Online

Main | My profile | Log out



დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არმიის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

4:21 PM
თბილისი.12.08.08."ჯი-ეიჩ-ენი". რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არმიის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სამხედრო ოპერაცია ასევე დასრულებულია სამხრეთ ოსეთში. აღნიშნული დავალება დიმიტრი მედვედევმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვსა და გენერალური შტაბის უფროსს ნიკოლაი მაკაროვს პირადად მისცა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული და მისთვის წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე მიიღო.
მედვედევმა ასევე გასცა კიდევ ერთი განკარგულება რუსეთის საოკუპაციო ჯარისადმი საქართველოს ტერიტორიაზე. ბრძანება მდგომარეობას იმაში, რომ რუს საოკუპაციო ჯარს მიეცათ უფლება სამხრეთ ოსეთში გამოვლენილი "წინააღმდეგობის ახალი კერების აღმოჩენის შემთხვევაში მათი განადგულების შესახებ.
მედვედევისავე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის თავდაცის სამინისტროს დაევალა რუსეთის საოკუპაციო ჯარის იმ წარმომადგენელთა დაჯილდოება რომლებმაც "თავი გამოიჩინეს" საქართველოს ოკუპაციისა და დაპყრობის ოპერაციაში.
მიუხედავად საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისა რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო საქმიანობის წარმოებას.
რუსეთის საოკუპაციო ჯარის გენერალური შტაბის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ დაზავების დარღვევის შემთხვევაში "ქართული მხარე ადეკვატურ პასუხს მიიღებს".

 


Category: | Views: 1010 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 2
2 georgia  
0
gmerti ar apatiebs amas rusebs

1 nika  
0
ki moawera xeli mara isev ro gvbombavs???

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024