Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსული აგრესია ახალი ძალით ამოქმედდა

11:24 PM
მიუხედავად ქართულ-რუსულ კონფლიქტში მთელი მსოფლიოს ჩარევისა, რუსული აგრესიის საფრთხე წუთითაც არ კლებულობს. არსებობს საშიშროება, რომ რუსები ფოთში სამხედრო გემების აფეთქებას აპირებენ.
შიდა ქართში კი მოროდიორობა დაიწყო. რუსი სამხედროები და ოსური ბანდფორმირებები სახლებს წვავენ და მატერიალურ ქონებას იტაცებენ, ან ანადგურებენ.
რუსული აგრესიის მწვანე შუქს უნთებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადება. მედვედევი ქართული მხარის მიერ ცხინვალის კონფლქიტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას “ტყუილს” უწოდებს.
- “რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მტკიცებას, რომ კონფლიქტის ზონაში უკვე ორი დღეა ცეცხლი შეწყდა - უბრალოდ ტყუილია. გუშინაც კი საქართველოში რუსი სამშვიდობოები იღუპებოდნენ”, - განაცხადა მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამიტომაც რუსები მორიგი აგრესიის გამოსავლენად ემზადებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება, რომ რუსმა სამხედროებმა ორი საათის წინ ყულევის ტერმინალის თანამშრომლებს ურჩიეს, დაეტოვებინათ ტერიტორია.
ამის მიზეზად კი, რუსულმა მხარემ ის დაასახელა, რომ ახლო მდებარე ტყის დაბომბვას აპირებენ, რადგან, მათი ინფორმაციით, იქ ქართული შენაერთები იმყოფებიან.
რუსულმა მხარემ უკვე მოახდინა ტერმინალის თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაცია. აღსანიშნავია, რომ ყულევის ტერმინალის აქციონერი არის აზერბაიჯანული კომპანია “სოკარი” და, შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარე ძალიან შეშფოთებულია.
გურგენიძის თქმით, აზერბაიჯანი აწარმოებს რუსეთთან მოლაპარაკებებს, არ დაიბომბოს ტერმინალი, რადგან ეს გამოიწვევს დიდ დანაკარგს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ფოთის პორტს ემუქრება საფრთხე, რადგან რუსი სამხედროების განცხადებით, ისინი პორტში სამი სამხედრო გემის აფეთქებას აპირებენ. ეს იქნება, სავარაუდოდ, ავიადარტყმები, ამიტომ შეეცდებიან, რომ გემები პორტის აკვატორიაში გავიდნენ და დაბომბვა იქ მოხდეს.
შიდა ქართლის ქართულ სოფლებში კი რუსული არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები ქართველების სახლებს წვავენ.
სახალხო დამცველის ოფისის ინფოორმაციით, ტყვიავის ზედა სოფლების: დისევისა და კოშკების მაცხოვრებლები მცხეთის რაიონში ჩამოვიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სოფელში რუსეთის არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები შევიდნენ.
ისინი ჯერ ავტომატის ჯერით ცხრილავდნენ მიტოვებულ სახლებს, ხოლო შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ მათ. ამ ადამიანებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაცხრილეს და დაწვეს მათი სახლები და ისინი იძულებული გახდნენ სოფლები მიეტოვებინათ.
თვითმხილველთა თქმით, შიდა ქართლის ქართული სოფლების - კარბის, მერეთის, დისევის, ქსუისის, ქიწნისის და ა.შ. მოსახლეობა თითქმის სრულად არის გამოხიზნული.
იქ შეიარაღებული ჯგუფები დადიან, რომლებიც დაცარიელებულ სახლებს წვავენ და ანადგურებენ. ანალოგიური მდგომარეობაა გორის რაიონის სოფლებში - ბელოთში, ვანათში, საცხენეთში.
გუშინ, 11 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატში მოვიდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გორის რაიონის სოფელ ვანათში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვი დახმარებას ითხოვდა.
მისი თქმით, სოფელში რუსეთის არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები შევიდნენ. ვანათელები აცხადებენ, რომ ბანდფორმირების წევრებმა სახლის წინ დახვრიტეს შეუიარაღებელი 65 წლის ვლადიმერ ჯ.
ასევე დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ისინი წვავენ ქართველების სახლებს, სახლები იწვოდა ასევე სოფელ ბელოთში და საცხენეთში.

 


Category: | Views: 1044 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024