Грузия Online

Main | My profile | Log out



ბათუმი ყველა უცხოელმა ტურისტმა დატოვა

11:27 PM
საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე აჭარა უცხოელი ტურისტებისგან თითქმის დაიცალა. შავი ზღვის სანაპირო დატოვა თბილისელი დამსვენებლების დიდმა ნაწილმაც, ნაწილი კი ისევ ბათუმსა და ქობულეთში რჩება და ჯერჯერობით დედაქალაქში დაბრუნებას არ აპირებს.
ამ დროისათვის, საქართველო რამდენიმა ტურისტმაც დატოვა, რაც ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება. ამ საკითხთან დაკავშირებით “რეზონანსი” გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას, თუმცა ამაოდ.
აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობას აჭარა არც წელს უჩიოდა, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ არსებული მონაცემებით რეგიონს მიმდინარე წელს უკვე 150 ათასამდე დამსვენებელი სტუმრობდა. დამსვენებლების დიდ ნაწილს აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა წარმოადგენდა.
რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, მათ შორის, ძირითადად, სომხები და რუსები სჭარბობდნენ.
თუმცა, დღეს სომეხი დამსვენებლების დიდმა ნაწილმა აჭარა უკვე დატოვა და ისინი საკუთარ სამშობლოში არა ცენტრალური გზით, არამედ შემოვლითი გზით, ახალციხიდან გავიდნენ.
ყველაფერი ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც დაძაბული ვითარება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას გასცდა და რუსეთმა საქართველოს სხვა ქალაქებისა და სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო. ფოთის პორტის დაბომბვის შემდეგ აჭარის დამსვენებლებში პანიკა მაინც არ შეინიშნებოდა.
როგორც დამსვენებლები აცხადებენ, უცხოელი ტურისტები, მათ შორის კი, ძირითადად, სომხები და რუსები პლაჟზე აუღელვებლად გადიოდნენ, დანარჩენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს კი ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ.
პანიკაში, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოდან, თბილისიდან ჩასული დამსვენებლები იყვნენ.
როგორც თბილისელი დამსვენებლები აცხადებენ, 10 აგვისტოს ქობულეთსა და ბათუმში ჩასულმა სომეხმა ტურისტებმა საკუთარი ქვეყნის საელჩოდან მიიღეს გაფრთხილება, რომ აჭარაში ყოფნა უკვე სახიფათო იყო და მათ საქართველო რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინათ. სწორედ ამ გაფრთხილების შემდეგ, სომეხ ტურისტთა დიდი ნაწილი ახალციხის გზას დაადგა. 10 აგვისტოს ბათუმიდან ახალციხის გზის გავლით საქართველო 500-ზე მეტმა ტურისტმა დატოვა.
თავად ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა ნამდვილად არ შეინიშნება, ისინი მშვიდად არიან. თუმცა, წინასწარ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საჰაერო შეტევა ხელვაჩაურის სოფლებზეც განხორციელდებოდა, რის შემდეგაც ამ რაიონის მოსახლეობა გაიხიზნა. ამჟამად, დაკეტილია ბათუმის ბაზარი, მაღაზიების დიდი ნაწილი.
ბათუმის მოსახლეობას მართლაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ უამრავი ტურისტის გამო ამ ქალაქს საფრთხე არ დაემუქრებოდა. მათ იმედს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ თურქეთის საზღვართან საკმაოდ ახლოს არიან და რამე ინციდენტის შემთხვევაში თურქეთი საკუთარ საზღვრებს გახსნიდა.
მაია ბაქრაძე ბათუმის მკვიდრია, თუმცა ისიც გეგმავს ბათუმის დატოვებას და სოფელში წასვლას: “იმ ღამეს შუქი რომ გათიშეს, ძალიან შეგვეშინდა. წარმოიდგინეთ, ვუყურებთ საინფორმაციო გამოშვებას, სადაც აცხადებენ, რომ ბომბავენ ფოთს და ამ დროს ჩევნთანაც ითიშება ელექტროენერგია. ბუნებრივია, მივხვდით რისთვისაც გათიშეს დენი და ძალიან შეგვეშინდა. ნებისმიერ მომენტში ველოდით დაბომბვას. ოთხი საათისთვის ელექტროენერგია ისევ ჩართეს. საინფორმაციო გამოშვებას ვუყურე დაცოტათი დავმშვიდდი, რადგან მივხვდი, რომ ჩვენ ქალაქს საფრთხე არ ემუქრებოდა. ახლა არ ვიცი რა იქნება, რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი”.

 


Category: | Views: 692 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2018