Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსეთს მსოფლიო ამხელს

3:50 PM
აშშ-ის კონგრესი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. აშშ-ის კონგრესმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო, რომელშიც რუსეთის საქართველოში შეჭრის ფაქტს გმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
- ”კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელობა ერთობლივად გმობს სუვერენულ საქართველოზე რუსეთის აგრესიას და საქართველოში შეჭრის ფაქტს. გარდა ამისა, მოვითხოვთ, საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარები დაუყოვნებლივ იქნას გაყვანილი”, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს როგორც ”რესპუბლიკელების”, ასევე ”დემოკრატების” ფრაქციების ხელმძღვანელები აწერენ ხელს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი რუსეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტელეკომპანია ”ეი-ბი-სის” ეთერში განაცხადა, ”რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, თუ საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთთან დათმობაზე არ წავა”.
- ”რუსებმა უკან უნდა დაიხიონ და ის სამხედრო ოპერაციები უნდა შეწყვეტონ, რომელთა მასშტაბებიც რეალობას აღარ შეესაბამება. რუსეთის რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგა. მე იმედი მაქვს, რუსეთი შეჩერდება და საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდება”, - განაცხადა რაისმა.
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის განცხადებით, ”ევროპის ქვეყნებმა იციან, რომ საქართველოს შემდეგ უკრაინის, შემდეგ კი პოლონეთის ჯერიც მოვა”.
- ”სწორედ ამიტომ დღეს მთელი ევროპა ერთად უნდა იყოს. ევროპის ქვეყნის პრეზიდენტები აქ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ იბრძოლონ. დღეს მთელი ევროპა ერთად უნდა იყოს”, - განაცხადა პოლონეთის პირველმა პირმა წუხელ პარლამენტის შენობის წინ გამართულ ერთიანების მანიფესტაციაზე.
მისივე თქმით, ”დღეს რუსეთი ამბობს, რომ პატარა ქვეყნები უნდა დაიპყროს, რასაც ევროპა უარით უპასუხებს და ეტყვის – არა!”.
- ”ახლა საქართველოში ნატო-ს წევრი ოთხი ქვეყნის წარმომადგენელია, თუმცა აქ ნატოს წევრი 27 ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს”, - აღნიშნა კაჩინსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, ”ახლა საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას, მაგრამ დრო გავა და ისტორიაში ჩაიწერება, თუ როგორ გმირულად იბრძოლა საქართველომ დამოუკიდებლობისათვის”.
როგორც უკრაინის პირველმა პირმა წუხელ პარლამენტის შენობის წინ გამართულ ”თავისუფლების მანიფესტაციაზე” განაცხადა, ”ევროპის ქვეყნების პირველი პირები საქართველოში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება მათი ღირებულებებიც არის”.
- ”თავისუფლება ღირს იმისთვის, რომ იბრძოლო. ჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრი იმისთვის გამოვიარეთ, რომ საქართველოს, როგორც მეგობარ სახელმწიფოს სოლიდარობა გამოვუცხადოთ. საქართველოს უფლება აქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს”, - განაცხადა იუშენკომ.
იტალიის პარლამენტი სილვიო ბერლუსკონის მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისათვის იტალიაში იტალიის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრატინიც არის მიწვეული.
- ”იტალიელი პარლამენტარები ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს და საქართველოს ტერიტორიაზე განხორცილებულ აგრესიას” – განაცხადა ჟვანიამ. მისივე თქმით, იტალიელ პარლამენტარებს საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედებების გარდა, იმ მარადიორობის შესახებაც აქვთ ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში რუსი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ხორციელდება.
ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი წუხანდელი ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ დაბომბილ ქართულ სოფლებში ეთნიკური ნიშნით განხორციელებულ ქართველთა წამება-ძარცვის ფაქტებს მკავრად გმობს და აცხადებს, რომ თუ რუსეთი ქართველთა კვლას გააგრძელებს, ქვეყნიდან საოკუპაციო ჯარებს არ გაიყვანს და მათი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება არ მოხდება, მაშინ მსოფლიოს მასშტაბით ყველა დონეზე მიმდინარე კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება.
- ”მე საქართველოში იმიტომ ვარ, რომ დავიცვა ლეგიტიმური ქვეყნის მთავრობა, რომ მას მიეცეს უფლება, მის ტერიტორიაზე არსებული თითოელი მოქალაქე დაიცვას. ამ მიზნით დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები დეკლარაციას შეიმუშავებენ, რომელიც მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების განმამტკიცებელი იქნება” - განაცხადა დღეს ადამკუსმა.
ლიტვის პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას და მსოფლიოს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, ”დაიცვან საქართველო, რომელსაც სუვერენიტეტი მხოლოდ ქაღალდით აქვს”. როგორც თბილისში საქართველოს მხარდაჭერის მიზმით მყოფმა ადაკუსმა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ”თუ კავკასიაში ამ რეგიონის საერთაშორისო დაცვა არ მოხდება, მსოფლიოში სიტუაცია უკონტროლო გახდება”.
ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, გაერო ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი ხაზგასმით დაუჭიროს და რუსეთს აიძულოს, ”ცეცხლის განუახლებლობის შესახებ” ხელშეკრულება რეალურად შეასრულოს.
- ”თუ მსოფლიო და გაერო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ხაზგასმით არ დაუჭერს და რუსეთს ”ცეცხლის განუახლებლობის შესახებ” ხელშეკრულების რეალურ შესრულებას არ აიძულებს, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყანაში მოვლენები კვლავ 1991 წლის სცენარით განმეორდეს”, - განაცხადა დღევანდელ პრესკონფლერციაზე ესტონეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრების და მსოფლიოს ყურადღება კონფლიქტურ რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე გამახვილდეს, რათა სასწრაფოდ მოხდეს რუსული აგრეესიის შეწყვეტა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახლაც ხორციელდება.
- ”რუსეთის აგრესიულ თავდასხმას სუვერენულ სახელმწიფოზე ადექვატური შეფასება აუცილებლად მიეცემა, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება. ამ ეტაპზე კი როგორც ყოფილი ჟურნალისტი, მასმედიას, განსაკუთრებით კი CNN-ს მოგიწოდებთ, ჩახვიდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ განვითარებული საშინელი ფაქტების შესახებ მსოფლიოს მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოთ”, - განაცხადა ილვესმა.
ესტონეთის პრეზიდენტმა ჰუმანიტარული კორიდორის სასწრაფოდ გაკეთების მნიშვენელობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ესტონეთი ჰუმანიტარულ დახმარებას აუცილებლად აღმოუჩენს.
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ მაკკეინი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ჰპირდება. ამის შესახებ მან ”ფოქს ნიუს”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მაკკეინმა წუხილი გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარების გაწევის შესაძლებლობაა.
პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოს წევრობის შემთხვევაში სამხედრო ჩარევა გარდაუვალი იქნებოდა. მაკკეინმა რუსეთის ”დიდი რვიანიდან” გარიცხვის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 


Category: | Views: 1023 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024