Грузия Online

Main | My profile | Log out



გენერალი ყურაშვილი დაჭრილია, გორში ვანდალიზმი გრძელდება

6:09 PM
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, დაახლოებით 14 საათზე რუსულმა ჯარებმა მთლიანად დაიკავეს ქ.გორის ტერიტორია. სამინისტროს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამის გამო გადაკეტილი აქვთ დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. მოძრაობა აკრძალულია.
ტყვიავის ზედა სოფლების: დისევისა და კოშკების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში რუსეთის არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები შევიდნენ. ისინი ჯერ ავტომატის ჯერით ცხრილავდნენ მიტოვებულ სახლებს, ხოლო შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ მათ. ამ ადამიანებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაცხრილეს და დაწვეს მათი სახლები და ისინი იძულებული გახდნენ სოფლები მიეტოვებინათ.
თვითმხილველთა თქმით, შიდა ქართლის ქართული სოფლების – კარბის, მერეთის, დისევის, ქსუისის, ქიწნისის და ა.შ. – მოსახლეობა თითქმის სრულად არის გამოხიზნული. იქ შეიარაღებული ჯგუფები დადიან, რომლებიც დაცარიელებულ სახლებს წვავენ და ანადგურებენ.
ანალოგიური მდგომარეობაა გორის რაიონის სოფლებში - ბელოთში, ვანათში, საცხენეთში. სახალხო დამცველის აპარატში მოვიდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გორის რაიონის სოფელ ვანათში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარებას ითხოვდა.
მისი თქმით, სოფელში რუსეთის არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები შევიდნენ. ვანათელები აცხადებენ, რომ ბანდფორმირების წევრებმა სახლის წინ დახვრიტეს შეუიარაღებელი 65 წლის ვლადიმერ ჯ. ასევე დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ისინი წვავენ ქართველების სახლებს, სახლები იწვოდა ასევე სოფელ ბელოთში და საცხენეთში.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ინწკირველი ტყობინება, რომ ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი მამუკა ყურაშვილი დაჭრილია.მამუკა ყურაშვილი ცხინვალის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებების დროს დაიჭრა.
- ”მამუკა ყურაშვილი ცოცხალია და იგი დაჭრილთა სიაშია. თუმცა, თუ სად იმყოფება გენერალი ყურაშვილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია”, - განაცხადა ნანა ინწკირველმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც საქართველო დსთ-ის შემადგენლობას დატოვებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე დსთ-ის მანდატით დისლოცირებული რუსული სამშვიდობო შენაერთები კანონგარეშედ გამოცხადდებიან.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონში არსებული სამშვიდობო ძალების შეცვლის საკითხს, როგორც ჟვანიამ განმარტა, საფრანგეთის პრეზიდენტთან სარკოზისთან შეთანხმებულ დოკუმენტში ხაზგასმით ჩაიწერება, რომ რუსეთის სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში დარჩებიან დროებით, მანამ, სანამ მათი ჩანაცვლება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიუკერძოებელი მედიატორებით არ მოხდება.
”წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით რომ მივუდგეთ, დღეს რუსეთის სამშვიდობოები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საერთაშორისო მანდატით იმყოფებიან, რასაც ხელი თავის დროზე საქართველომ მოაწერა. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ რუსეთის ჯარი ოკუპაციურ რეჟიმში იყოს მოხსენიებული. თუმცა რუსეთის ქმედებები არის აშკარა დადასტურება და ლუსტრირება, თუ რა ზრახვები აქვს რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან მიმართებაში” - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
დეპუტატის თქმით, მოქმედი მანდატის შეცვლის დაჩქარების საკითხს ევროპა ”კარგად ხვდება” და ”აქ ზედმეტი ვაჭრობა რუსეთთან მიმართებაში და განსაკუთრებით რუსეთის ინტერესების გათვალისწინება იქნება დამღუპველი თავად ევროპისათვის”.

 


Category: | Views: 1102 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024