Грузия Online

Main | My profile | Log out



უკანასკნელი 2 დღის ქრონიკა

11:02 PM

13 აგვისტო
17:50 - გორის მაცხოვრებლები გაურბიან რუსი სამხედროებისა და ოსი სეპარატისტების ძალადობას.
17:15 - ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პოლიციისათვის სატელეფონო შეტყობინებებით მიწოდებული ინფორმაციის თანახმად რუსი სამხედროები და ოსი სეპარატისტების მხრიდან ადგილი აქვს მოროდიორობისა და ძალადობის ფაქტებს ქარელის რაიონის სოფლებში: ავნევი, წეროვანი, ქნოველი.
კასპის რაიონი - ხანდაკი, დოესი, კარდენახი, გორის რაიონი - ტყვიავი.
გორის მოსახლეობა აყვანილია მძევლად და გადაყვანილია ცხინვალში.
17:05 - საქართველოს მინისტრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში.
მინისტრები მხარს უჭერენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, ინიციატივას და გამოხატავენ სამშვიდობო პროცესში აქტიურად მონაწილეობის მზადყოფნას.
17:00 - რუსეთის ჯარები გადაადგილდებიან თბილისის მიმართულებით, დაიკავეს გორის რაიონის სოფელი უფლისციხე.
16:10 - რუსეთის ჯარებმა გადაადგილდებიან ქალაქ გორიდან თბილისის მიმართულებით.
15:20 - რუსული ტანკები ანადგურებენ გაძარცვულ სახლებს. ალისია ვარდანიანი, GPB ქართველის ჟურნალისტების რეპორტაჟი გორიდან.
15:15 - ადგილობრივების ცნობით: სოფლების ბონბევი, მარანდა, ძვერა, ხიდისთავი, ჭალისუბანი, მოსახლეობა ოსი სეპარატისტების ძალადობისაგან თავის დასაცავად ტყეებში იმალება.
15:00 - გიგი მთვარელიძეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს, ქალაქ გორში, რუსულ ენაზე მოსაუბრე სამხედრო პირები ძარცვავენ.
14:45 - ფოტოგრაფი, პაატა შაბერაშვილი გორის ახლო მდებარე გზატკეცილიდან იტყობინება ოსი სეპარატისეტბის მიერ მიკრო ავტობუსის ძარცვის ფაქტს. მიკრო ავტობუსში იმყოფებოდნენ ქართველი მგზავრები. ერთ-ერთი მგზავრი, 25 წლის ქალბატონი გატაცებულ იქნა თავდამსხმელების მიერ.
14:20 - გორის მოსახლეობის დიდი ნაწილი გარბის გორის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ატენისაკენ.
14:00 - რუსეთის ჯარები ფოთის პორტში აფეთქებენ საქართველოს სასაზღვრო დაცვის სამ გემს.
13:05 - რუსეთის ჯარები შედიან წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში.
13:00 - სოფელ ატოსტში შედიან ოსი სეპარატისტები.
12:35 - ოსი სეპარატისტები სოფელ ტყვიავიდან იტაცებენ  საქართველოს 25 მოქალაქეს. ცხინვალიდან მომავალი ავტობუსის  ავტოკატასტროფის შედეგად გადარჩა მხოლოდ 10 ადამიანი.
12:00 - რუსეთის ჯარისკაცები ანადგურებენ გორის საარტილერიო ბრიგადებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებს, არ მიატოვონ საქართველო მარტო ამ აგერსიის პირისპირ. ასევე, “მიიღონ ეფექტური ზომები საერთაშირისოდ აღიარებული პრინციპების დაცვის მიზნით და დაეხმარონ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში.”
10:20 - ადგილობრივი წყაროების მონაცემებით რუსეთის ჯარები შედიან ქალაქ გორში.
09:20 - რუსეთის ბრონირებული ტექნიკა (50 ერთეული) გადაადგილდება ცხინვალიდან გორის მიმართულებით.
09:12  - გორის რაიონის სოფელ თედოწმინდაში დაიცხრილა ავტომანქანა, რის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი.
08:00 - ოსი სეპარატისტები იღებენ გორის რაიონის სოფელ კარალეთს. ადგილი აქვს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ძალადობას და მათი უფლებების დარღვევას.
01:05 - ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოსმა სეპარატისტებმა მძევლად აიყვანეს სოფლების ნიქოზი, ძევრი, ტყვიავი, კარალეთი (გორის ჩრდილოეთით) მაცხოვრებლები.
გორის რაიონის სოფელ ბერბუქის მაცხოვრებელები იკრიბებიან რაიონულ ცენტრში სასწრაფო ევაკუაციის თხოვნით.


12 აგვისტო
22:52 - გორის რაიონის სოფელ კარალეთში სამ უცხოელ ჟურნალისტებს ართმევენ კუთვნილ ავტომანქანას.
21:50 - სენაკის სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან რუსეთის ჯარები. რუს სამხედროებს სამხედრო იარაღი და აღჭურვილობა გააქვთ, ან ანადგურებენ.
21:35 - გორის ჩრდილო სოფლებიდან, არგო და დითსი, აღწევს შემაშფოთებელი ცნობები ოსი სეპარატისტების მიერ ქართველი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული სასტიკი მკვლელობების შესახებ.
ადგილობრივი წყაროების თანახმად, გორის რაიონის სოფლების, კორდი და მერეთის, ქართული მოსახლეობა ოსი სეპარატისტების მხრიდან განიცდის სასტიკ თავდასხმებსა და ძალადობას.
ოსი სეპარატისტები თავს ესხმიან გორის რაიონის სოფელ ტყვიავს და კლავენ ერთს ადამიანს.
გორის რაიონის სოფელ ჭალისუბნის მაცხოვრებლები იმალებიან საკუთარი სახლების სარდაფებში, ევაკუაციის თხოვნით...
19:10 - რუსეთის ჯარები იკავებენ ზუგდიდის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ხაიშს და შედიან ზემო აფხაზეთში, აღმოსავლეთ მხრიდან.
15:00-19:00 - საქართველოს საზღვაო დაცვის ცენტი, სამჯერ ხდება რუსეთის ჯარების თავდასხმის ობიექტი. აღჭურვილობა გაძარცვული და განადგურებულია.


 


Category: | Views: 1137 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024