Грузия Online

Main | My profile | Log out



რა ბედი ელის კასპიურ ენერგორესურსებს?

11:24 PM
რუსებმა ლამისაა კასპიური ენერგორესურსების ხელში ჩაგდება იზეიმონ. რუსი და ზოგიერთი ევროპელი ანალიტიკოსის აზრით, დასავლეთის გეგმები ტრანსკასპიური ენერგოდერეფნის შესახებ საბოლოოდ დაიმხსვრა.
რუსული ეგზეკუციის შემდეგ, ვერც კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნები და ვერც დასავლელი ინვესტორები ვერ გარისკავენ რუსეთისაგან დამოუკიდებელი მასშტაბური პროექტების განხორციელებას.
რუსი ჟურნალისტების განცხადებით, კავკასიაში წარმოებულმა მოულოდნელმა ომმა ნეგატიურად იმოქმედა არა მარტო ამერიკის იმიჯზე, არამედ მან დაანგრია ამერიკული და დასავლური კომპანიების გეგმები, რეგიონში გაზისა და ნავთობის უზარმაზარი სისტემების შექმნის შესახებ.
რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ სიტუაციაში რუსეთს შესაძლებლობა ექნება გააკონტროლოს 35 მილიარდი ბარელის კასპიური ნავთობი და ტრილიონი კუბური მეტრი გაზი.
მათი ვარაუდით, ევროპის იმედები შეემცირებინა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება (ამ მომენტისთვის “გაზპრომი” უზრუნველყოს ევროპული მოთხოვნილების მესამედს) და მოეძებნა კასპიური ენერგორესურსებისათვის ალტერნატიული წყაროები, დღესდღეობით შეუსრულებადია.
ბრიტანელი ექსპერტი კრის რუპერტი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს დამარცხების შემდგომ “არარუსული მილსადენის” კასპიიდან და შუა აზიიდან გატარების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.
- ”იმ ქვეყნებში, მილსადენების მშენებლობა, რომლებიც რუსეთის აგრესიისაგან დაუცველები არიან, გაუმართლებელია და დიდი რისკის შემცველია”.
აქედან გამომდინარე, საქართველო ევროპის ენერგო-ინტერესების სფეროში კარგა ხნით ვეღარ მოექცევა. ის პროექტები (ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-ერზურუმი), რომლებიც უკვე მოქმედებს, კვლავ გააგრძელებს ფუნქციობას, მაგრამ ახალი პროექტების ამუშავებას საკმაო დრო დასჭირდება.
ევროპა და საქართველო ენერგო-პერსპექტივაში გარკვეუწილად იზოლაციაში აღმოჩნდნენ. დღევანდელ სიტუაციაში საქართველო ევროპისაგან ისედაც იზოლირებულია ენერგო-კავშირებით. ამჟამად საქართველოს არ მოიეწოდება მაღალხარისხიანი ევროპული ნავთობპროდუქტები და მხოლოდ აზერბაიჯანულ “რეგულარის” ტიპის საწვავზეა დამოკიდებული.
ჯერჯობით არავინ იცის, როდის აღდგება დასავლეთთან ბიზნეს-ურთიერთობები. ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის დაზიანებას რუსები ამ წუთშიც განაგრძობენ.
მოგეხსენებათ, ფოთი რუსი სამხედრო შენაერთების მიერ მთლიანად არის ოკუპირებული, რის გამოც ბენზინი სარკინიგზო გზით შემოდის. მომარაგების თვალსაზრისით, კრიზისი არ შეიმჩნევა, ქვეყანაში ნავთობის რაოდენობა საკმარისია.
მეტიც, მოწოდება შეუფერხებლად ხდება და უახლოეს პერიოდში და შემდეგაც გვექნება იმ რაოდენობის საწვავი, რომელიც ჩვენს მოთხოვნილებებს მთლიანად დააკმაყოფილებს. დღესდღეობით არსებული მარაგი კი მოთხოვნილების სრული შესაბამისია.
ვანო მთვრალაშვილი, ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე:”ფასის მატება გამორიცხულია, არც ვინმეს მივცემთ საშუალებას, რომ ნავთობის ღირებულება სპეკულაციურად გაზარდოს. ძველი ფასები შენარჩუნდება. რაც მთავარია, ამ ეტაპზე არ გვაქვს პრობლემა ნავთობის მოწოდების თვალსაზრისით. რაც შეეხება აზერბაიჯანიდან შემოსულ პროდუქციას, ეს არის, ძირითადად, “რეგულარის” ტიპის საწვავი, რომლის ფასი ევროპულ ნავთობთან შედარებით ყოველთვის დაბალი იყო. ვერ გეტყვით, რომ შედარებით დაბალი ფასი ხარისხიდან გამომდინარეობს, უბრალოდ, აზერბაიჯანი ნავთობს ფასდაკლებით გვაწვდის. გარდა ამისა, იაფი ჯდება ტრანსპორტირებაც. რამდენადაც ვიცით, მსოფლიო ბაზარზე ფასი საგრძნობლად დაეცა და, მით უმეტეს, არ არსებობს არანაირი საფრთხე, რომ აქ მოიმატოს”.

 


Category: | Views: 666 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017