Грузия Online

Main | My profile | Log out



ბორის აკუნინი: რუსეთს მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა და სწორადაც მოიქცა

11:49 PM

გრიგოლ ჩხარტიშვილმა, მწერალმა, რომელიც თავის ნაწარმოებებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით აქვეყნებს, ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გაუზიარა.

”17-წლიანი არსებობის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, რუსეთი, პირველად აღმოჩნდა სრული პოლიტიკური იზოლაციის წინაშე. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.

მადლობა ღმერთს, რომ პუტინმა და მედვედევმა, მგონი - უკანასკნელ მომენტში, თავში ხელი შემოირტყეს. სარკოზის არავინ ეუბნება მადლობას, არადა, იმსახურებს. ყოველი ზედმეტი დღე ახალ უსიამოვნებას მოიტანდა.

შედეგებს კიდევ დიდხანს მოვიმკით. მთელი ეს იმპერიული კომპლექსები, რომლებითაც ჩვენი ხელმძღვანელობაა შეპყრობილი, მხოლოდ და მხოლოდ ნავთობით და გაზით საზრდოობენ. ნავთობი და გაზი ჩვენი სიძლიერეც არის და ამავდროულად, სისუსტეც.

არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური კუთხით რუსეთს არ ძალუძს დაუპირისპირდეს მთელ მსოფლიოს. საკმარისია ეკონომიკური სანქციები, საკმარისია ემბარგო, იმისათვის რომ ყველაფერს დედა ეტიროს. თუ მოხდება მსოფლიო კონფლიქტი, იგი სწრაფად დასრულდება და ისევ ჩვენ შემოგვიტრიალდება.

ლონდონიდან ისე ჩანს, თითქოს პატარა საქართველოს თავს დიდი რუსეთი დაესხა. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულადაა.

ჯერ პატარა ოსეთს დაესხა თავს დიდი საქართველო, შემდეგ დიდ საქართველოს თავს დაესხა ძალიან დიდი რუსეთი, რაც უკვე ესკალაციას ნიშნავს, ხოლო შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმა მთელი დანარჩენი სამყარო და, ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა.

ისეთმა ქვეყანამ, როგორიც რუსეთია, საკუთარ თავს ისტერიკის უფლება არ უნდა მისცეს და იარაღს არ უნდა აჟღარუნებდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ვფლობთ უამრავ იარაღს და გვყავს ძალიან ბევრი გენერალი, რომლებიც ომზე ოცნებობენ. ეს ყველაფერი ძალიან საშიშია”.


 


Category: | Views: 560 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017