Грузия Online

Main | My profile | Log out



ამერიკის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს არაფერს ეკითხება

11:59 AM

13-14 აგვისტო განსაკუთრებული დიპლომატიური აქტივობით აღინიშნა. თუ წინა დღეები ძირითადად ევროპული დიპლომატია აქტიურობდა გუშინდელი დღიდან განსაკუთრებული აქტივობით საქმეში ამერიკელებიც ჩაერთვნენ. სპეციალური პრესკონფერენციები გამართეს ჯორჯ ბუშმა და კონდოლიზა რაისმა. მათი ტონი იყო მკაცრი, ხოლო შეფასებები - მკვეთრი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა საქართველოში ჰუმანიტარული მისიის განხორციელება სწორედ თავდაცვის სანინისტროს დაავალა და არა რომელიმე სხვა უწყებას, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარებაში ამერიკული არმია და სამხედრო-საზღვაო ძალები ჩაერთვნენ.

ამერიკელმა სამხედროებმა პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში უკვე ჩამოიტანეს. ჰუმანიტარული ტვირთი შემოვა ფოთისა და ბათუმის პორტებშიც. ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა შესაბამისი ბრძანება უკვე მიიღო, ხოლო ფაქტობრიცვად პუტინმა მიიღო გზავნილი, რომ საქართველოს საზღვაო აკვატორიას ამერიკული ფლოტი გააკონტროლებს.

საერთაშორისო ექსპერტის, არჩილ გეგეშიძის შეფასებით, პრეზიდენტ ბუშის ეს განცხადება აშშ-ს მხრიდან საქართველოში არსებული ვითარების პროცესში ჩართულობის ხარისხის გაზრდას ნიშნავს. ეს განცხადება თვისობრივად განსხვავდება ყველა სხვა განცხადებებისაგან.

წინა განცხადებებში გამოითქმოდა შეშფოთება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებებში გამოითქმებოდა წუხილი, იმედი. ამ შემთხვევაში აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება რა უნდა გააკეთოს და პრაქტიკულად ამას რუსეთს არც ეკითხება.

- ”ეს ხდება იმის ფონზე, როცა რუსეთმა მოკლა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გერმანიიის ინიციატივა, შტაინმაიერის გეგმა, პრაქტიკულად ყველანაირად დაამცირა გერმანია როგორც ქვეყანა და დასავლეთის მცდელობა”.

- ”ამით დასავლეთი მოსკოვს ატყობინებს იმის შესახებ, რომ საქართველოს საკითხში ევროატლანტიკურ ქვეყნებში სრული თანხმობაა, ამერიკა და ევროპა ერთ პოზიციაზე დგანან და კოორდინაციის მაღალი ხარისხით მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით”, - განაცხადა გეეგშიძემ.

მისი თქმით, რუსებისთვის ეს არ არის რაღაც ეპიზოდი, ეს არის კარგად გათვლილი გეგმის ნაწილი, მაშინ ამას უნდა მოყვეს სხვა ქმედითი ღონისძიებები, რომელიც რუსებისთვის გასაგებ ენაზე განხორციელებული მხარდაჭერა იქნება:

- ”რუსებისთვის გასაგები ენა, როგორც ჩანს მხოლოდ ძალის ენაა. აშშ დარწმუნდა, რომ რუსებს დიპლომატიური ენა არ ესმის და ეს ის ენაა, რომლითაც რუსებს უნდა ესაუბრო”.

ამერიკული აქტივობა რუსულმა მედიამ ირანს დაუკავშირა. კონდოლიზა რაისის თქმით, აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა ირანთან თუ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, არავითარ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რომელშიც რუსეთი ახლა ჩაერთო.

რაისის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას საქართველოში, საქართველო კი არის რუსეთის პატარა მეზობელი ქვეყანა, ”რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან დიდი პროგრესი აქვს ეკონომიკის განვითარებაში”.

დღეს აშშ სახელმწიფო მდივანი საფრანგეთში ჩავა საფრანგეთის პრეზდენტთან და საფრანგეთის მთავრობასთან შესახვედრად, შემდეგ კი საქართველოში თბილისს ეწვევა, რათა, როგორც რაისმა განაცხადა, ”ხაზგასმით აღნიშნოს შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლებისადმი”.

- ”აშშ-ს ხელისუფლებამ საქართველოში გარკვეული პროექტების განხორციელებდა დაიწყო და გასაგებია, რომ ამ პროექტებიზე გული შესტკივა. მიუხედავად ამისა, როდესმე უნდა გაკეთდეს არჩევანი - ვირტუალური პროექტის მიმართ პრესტიჟის ცნება, ან რეალური პარტნიორობა”, - განაცხადა გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

- ”საქართველოში არის დემოკრატიული ხელისუფლება და კავკასიას, სადაც ირჩევენ ლიდერს, იგი ვერ უწოდებს ვერც პროექტს და არც დაუშვებს, ვინმემ ასე მოიხსენიოს. ლავროვის შეფასება განსაზღვრავს უფრო იმას, თუ როგორ ფიქრობს რუსეთი თავის მეზობლებზე, ვიდრე იმას, თუ რა პოლიტიკა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას”, - ასეთი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი.

კონდოლიზა რაისის შეფასებით, თუ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება დაარღვია, ეს მხოლოდ მის იზოლაციას დაეხმარება, საითკენაც უკვე მიემართება: ”ეს ფაქტი კიდევ უფრო გააღრმავებს იმის შეგრძნებას, რომ რუსეთი არ იქცევა როგორც საერთაშორისო პარტნიორი.

რუსეთის ამ საქციელს ძალიან მძიმე შედეგები ექნება და ძალიან მნიშვნელოვანიც. თუ რუსეთს სურს იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, ის შესაბამისადაც უნდა მოიქცეს”.

- ”ამ ეტაპზე კი შევახსენებთ რუსეთს თავისი დანაპირებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და რომ აღარ ჩაერთოს უფრო ღრმად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფაში, რომ აღარ უნდა იხმაროს ის ენა, რომელსაც ხმარობს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მისამართით", - დასძინა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მარკელმა შვებულება შეწყვიტა და ფედერალური მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს. სხდომაზე გერმანიის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

გერმანიის ფედერალური მთავრობის ვიცე-სპიკერმა თომას შტეგმა განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ხელშეუხებელია და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც დემოკრატიულად არჩეული საქართველოს მთავრობის საკითხი. ანგელა მერკელი ვითარების დეტალებში გასარკვევად უახლოეს დღეებში თავად ჩამოვა საქართველოში. სავარაუდოდ, ვიზიტი მომავალ კვირაში შედგება.

დღეს თბილისში თურქეთის პრემიერ-მინისტრს, რეჯებ ერდოგანს ელიან, რომელმაც გუშინ დიპლომატიური დუმილი დაარღვია და მოსკოვში რუსეთის დე-იურე პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

გუშინვე ეკა ტყეშელაშვილსა და სერგეი ლავროვს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა.საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრი პროტესტი გამოხატა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. კერძოდ, იმის თაობაზე, რომ მიუხედავად რუსული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებისა, ბოლო ორი დღის განმავლობაში აგრესიის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, საქართველოში განხორციელდა სასტიკი ეთნოწმენდა, ადგილი ჰქონდა ძარცვის ფაქტებს რუსი სამხედროების მხრიდან. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეკითხვებზე მისმა რუსმა კოლეგამ პასუხის გაცემა ვერ შეძლო.

მოკლედ, ბრძოლის ველიდან, სადაც საქართველო ერთი-ერთზე შეეჯახა რუსეთის სამხედრო მანქანას, დაპირისპირებამ დიპლომატიურ ფრონტზე გადაინაცვლა და აქ საქართველოს უკვე სერიოზული მხარდაჭერის რეალური იმედი გაუჩნდა. იმედის რეალობას განსაზღვრავს ის, რომ, როგორც ჩანს დასავლეთი საბოლოოდ მიხვდა, რა ენაზე უნდა ესაუბროს რუსეთს იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი ცივილიზებულ სამყაროსთან დათმობაზე წავიდეს.


 


Category: | Views: 957 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024