Грузия Online

Main | My profile | Log out



თბილისში ცხინვალის კონფლიქტის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის რეგისტრაცია დაიწყო

1:28 PM

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ თბილისში ცხინვალის კონფლიქტის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის რეგისტრაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ  დევნილი მოსახლეობის რეგისტრაციისთვის 50 მობილური ჯგუფი დაკომპლექტდა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის ოპერატიულად სპეციალური კომპიუტერული პროგრამა შემუშავდა, რომელიც მაქსიმალურად გამარტივებულ რეჟიმში დევნილთა უმოკლეს ვადებში რეგისტრაციას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორმპორაცია. ჯგუფები გადანაწილდნენ დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში და თითოეული შემადგენლობა ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე დევნილს მოემსახურება. დევნილებმა რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართონ მისამართზე წერეთლის გამზირი №67ა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე 17 22 22.


 


Category: | Views: 1023 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024