Грузия Online

Main | My profile | Log out



მოროდიორთა ავკაცობა შიდა ქართლში

3:16 PM
საქართველოში შემოჭრილი რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილები და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები თუკი დღის განმავლობაში ადამიანური სახის შენარჩუნებას ცდილობენ, ღამით ისინი მოროდიორებად გარდაისახებიან და ოკუპირებული ქართული სოფლების და ქალაქების უსასტიკეს რბევას ახორციელებენ.
მოროდიორების სისასტიკეზე დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩემოსული ადამიანები საუბრობენ. მათი დიდი ნაწი;ლი აცხადებს, რომ მოძალადეები არაფერს არ ერიდებიან და მათთვის ნებისმიერი სახის სისასტიკე ჩვეულებრივი მოვლენაა.
გიორგი შავიშვილი, გორის მცხოვრები: “დღის განმავლობაში რომ ნახო, იფიქრებ, რომ რუსები წყნარად არიან და თითქოს არაფერსაც არ აშავებენ, მაგრამ ყველაფერი ღამით იწყება. მათ მიერ გაძარცვული მაღაზიიდან გამოტანილი ღვინით მთვრალი რუსი ჯარისკაცები მთელი ღამის განმავლობაში ქალაქებში და სოფლებში დაძრწიან და რაც ხელში მოხვდებათ, ყველაფერს ძარცვავენ. ჩემი მეგობარი გორის ცენტრში ცხოვრობს. ახლა მისი ოჯახიც გამოქცეულია. სახლში მხოლოდ მოხუცი მშობლები დატოვა. მამამისს როცა დაურეკა, კაცი ხმამაღლა ტიროდა. თურმე, ჯარისკაცებს სახლის კარები კონდახით შეუმტვრევიათ, ბინაში შევარდნილან და მთელი სახლის გაძარცვა დაუწყიათ. როცა მოხუცებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რუსები არც მათ ცემას მორიდებიან”.
ასეთი სიტუაცია მხილოდ გორში და მის მიმდებარე სოფლებშია თუ, მთელს შიდა ქართლზე ვრცელდება?
- მთელს ქართლში ასეთი საშინელება ტრიალებს. ლიახვისა და ფრონის ხეობებში ოსები და ჩრდილოკავკასიელები დადიან, კაცებს ხოცავენ, ქალებს აუპატიურებენ, ყველაფერს ძარცვავენ და წვავენ და კაცი არაა მათი შემჩერებელი. ფრონის ხეობაში რამდენიმე სოფელი მთლიანად გადაწვეს. ამ ადამიანებთან მხოლოდ იარაღის და ძალის ენით შეიძლება ლაპარაკი. სხვა ენა მათ არ ესმით. იმედი მაქვს, რომ ამ ჩვენ ლტოლვილობას მალე მოეღება ბოლო და დამთავრდება ეს ყველაფერი. ჩემი უმცროსი შვილი პატარაა და ვერც კი ხვდება რატომ ჩამოვედით თბილისში.
დიდი ლიახვის სოფლების უმეტესობა აგრესორებმა მთლიანად გაძარცვეს და გაანადგურეს. ხეობიდან დევნილი მოსახლეობა ახლა ყველაზე ცუდ დღეშია, მაგრამ იმედოვნებს, რომ სეპარატისტებს და რუსებს ჩადენილი დანაშაული აუცილებლად მოეკითხებათ.
ნათია გოგნაძე, დიდი ლიახვის ხეობის მცხოვრები: ჩვენი სოფლები პირველ რიგში დაიცალა. მე და ჩემი შვილი სახლიდან ისე გამოვვარდით, ტანსაცმლის წაღმოღებაც კი ვერ მოავხერხეათ. ჩემი მეუღლე სოფელში დარჩა და მისი ამბები ახლაც არ ვიცი. ამბობენ, რომ ბორჯომში მოასწრო გაქცევაო. იმედია ასე იქნება. ნერვიულობისაგან ცრემლიც კი გამიშრა.
თქვენი ბინით უზრუნველყოფა მალე მოხერხდა?
- ახლა არეული დროა და მესმის, რომ ძნელია უცებ ყველა ლტოლვილის მიხედვა. ვიცი რომ ბევრი ლტოლვილი ახლა ქუჩაში ათევს ღამეს. მადლობა ღმერთს, ჩვენ საბავშვო ბაღის შენობაში მაინც შეგვასახლეს. იმედია მალე შევძლებთ ჩვენს სახლებში დაბრუნებას.
თუ გაქვთ ინფორმაცია ლიახვის ხეობაში მოროდიორებასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ მოროდიორები ძირითადად ღამით მოქმედებენ
- კოკოითი ადრეც იმუქრებოდა, რამე რომ მოხდეს, თქვენს სოფლებში შემოვალ და ჯავრს თქვენზე ამოვიყრიო. როგორც ჩანს, ოსები თავიანთ დანაპირებს ასრულებენ. ახლა ჩვენი სოფლები სასტიკად იძარცვება და ნადგურდება. ჩვენმა მთავრობამ დროულად თუ არ მიაქცია ქართულ სოფლებში ჩარჩენილ ხალხს ყურადღება, ეს ავაზაკები ყველას დახოცავენ.
ამჟამად დიდი საფრთხის ქვეშ ძალიან ბევრი ქართული სოფელი, დაბა და დასახლებული პუნქტი არის. განადგურდა დიდი ლიახვის სოფლები: ნიქოზი, ხვითი, ქურთა, თამარაშენი, ქემერტი, მეღვრეკისი, ვარიანი და სხვა. სეპარატისტებმა მთლიანად დაიკავეს და ფაქტობრივად მოსპეს პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლები. ახლა ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ შველა.
საშინელ დღეშია ქარელის რაიონის და ფრონის ორივე ხეობის მოსახლეობა. მოროდიორები ასევე ძარცვავენ დაბა აგარას და ქალაქებს: გორსა და ქარელს. ამ დასახლებულ პუნქტებში ჩარჩენილი ხალხის გადარჩენა ახლა ყველაზე მთავარი და სასიცოცხლო საკითხია.

 


Category: | Views: 1206 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 4
4 georgia  
0
cry

3 inga  
0
gmertma dagsajot amdeni sashinelebis chadenistvis da dae tqveni axloblebi ise gamwardnen rogorc qartveli xalxi gaamwaret........

2 grigoli  
0
rusebs, zalian zalian didi ubedureba daatydebat tavze.. sashineli dge daatydebat.. amxela codvis chadenas ver gadaitanen.. zaglebi

1 bela  
0
rusebo mezizgebit.

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024