Грузия Online

Main | My profile | Log out



საომარი მოქმედებებს ზონაში მყოფი ჟურნალისტები

8:46 PM

[ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება №4]
საქართველოდან გართულებულია მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო ინფორმაციის მიღება, რადგან კონფლიქტის ზონაში მყოფ ჟურნალისტებს ძალზე რთულ და სახიფათო ვითარებაში უწევთ მუშაობა.

ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები, მათ შორის რუსული მედიის წარმომადგენლები ცდილობენ, მაქსიმალურად ოპერატიულად გაავრცელონ ინფორმაციები. თუმცა ძალზე დაძაბული ვითარების, სროლებისა და დაბომბვების გამო მათი საქმიანობა საკმაოდ გართულებულია.

სამხედრო მოქმედებების პირველი მსხვერპლნი გახდნენ საინფორმაციო სააგენტო ”როიტერის” წარმომადგენელი ალექსანდრე კლიმჩუკი და ტელეკომპანია “ალანიას” რედაქტორი გირგი ჩიხლაძე. კონფლიქტის პირველივე დღეებში დაიჭრა თურქი ჟურნალისტი გურაი ირვინ საკინცი. აგრეთვე, თავში დაიჭრა თბილისში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის “Mesinjer”-ის ჟურნალისტი თემურ კიღურაძე. იგი ტყვედ აიყვანეს და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ამჟამად იგი ვლადიკავკაზის საავადყოფოში იმყოფება.

ამ დღეებში საომარი მოქმედებებს ზონაში ცეცხლის ქვეშ მოყვა პროგრამა “ვესტის” გადამღები ჯგუფი: ალექსანდრე სლადკოვი, ლეონიდ ლოსევი, იგორ უკლეინი (რომელმაც კანტუზია მიიღო). სროლის შედეგად დაიჭრა “კომსომოლაკაია პრავდას” კორესპოდენტი ალექსანდრე კოცი.

12 აგვისტოს ქ. გორთან გარდაიცვალა ჰოლანდიური ტელეარხ RTL-ის ოპერატორი სტან სტორემანსი. იმავე დღეს დაიჭრნენ ისრაელის გაზეთის “ედიოთ ახრონოტ”-ის კორესპოდენტი ცადოკ იხეზკიელი, საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტები, აგრეთვე, მათი ქართველი მძღოლი.

13 აგვსტოს გორში გაძარცვეს ჩეხი ჟურნალისტები, მათ წაართვეს ვიდეო და ფოტოატარატურა, ავტომანქანა.

დღეს, 14 აგვისტოს, პირდაპირი ეთერის დროს დაიჭრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თამარ ურუშაძე.

და ეს არ არის იმ ჟურნალისტთა სრული ჩამონათვალი, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაზარალდნენ.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) გენერალურმა მდივანმა აიდან უაიტმა განაცხადა, რომ IFJ-მა დაიწყო ჰოლანდიის ტელევიზიის ოპერატორის მკვლელობის გამოძიება, აგრეთვე ორგანიზაცია აპირებს, გამოიძიოს ქართველი ჟურნალისტების მკვლელობის საქმე.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის აზრით, საქართველოში იგივე მოხდა, რაც ერაყსა და სომალში: ჟურნალისტებს მიზანმიმართულად ესროდნენ. და ეს მაშინ, როცა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2006 წლის 1738-ე რეზოლუციის თანახმად, ჟურნაისტების მისამართით სროლა კვალიფიცირდება, როგორც სამხედრო დანაშაული.

მივმართავთ ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაატარონ უფრო აქტიური პოლიტიკა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაჭრილთა, ტყვეთა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ კონფლიქტის ზონაში გართულებულია არა მხოლოდ ჟურნალისტთა, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების, კერძოდ, საერთაშორისო წითელი ჯვრის მუშაობა, რომელთა წარმომაგენლებს არ უშვებენ კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოსაჩენად.


 


Category: | Views: 1093 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024