Грузия Online

Main | My profile | Log out



სერგეი ლავროვი: "რუსეთს არ სურს საქართველოს დაშლა, მაგრამ არც ოსებს და არც აფხაზებს სააკაშვილთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება არ სურთ"

10:48 PM

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "რუსეთს არ სურს საქართველოს დაშლა, მაგრამ დე ფაქტოდ შექმნილი სიტუაცია ისეთია, რომ არც ოსებს და არც აფხაზებს არ სურთ ერთ სახელმწიფოში ცხოვრება იმ ადამიანთან, რომელიც მათ წინააღმდეგ საკუთარ ჯარებს უშვებს". ეს განცხადება ლავროვმა დღეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან სერგეი ბაღაფშთან და ედუარდ კოკოითთან შეხვედრაზე გააკეთა. ამასთან, მისი თქმით, "რუსეთისთვის სააკაშვილთან მოლაპარაკებებში ჩართვა შეუძლებელია". აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს რუსეთის პრინციპული უარი, კონტაქტი იქონიოს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმაც დაადასტურა. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "რუსეთი აღარ ისაუბრებს სააკაშვილთან მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა". "ჩვენ მას მშვიდობა შევთავაზეთ, მაგრამ არა მეგობრობა", - აღნიშნა ივანოვმა.


 


Category: | Views: 1006 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024