Грузия Online

Main | My profile | Log out



14 აგვისტოს ქრონიკა: გორში კომენდანტის საათი ამოქმედდა

12:48 PM

00:05 - ზუგდიდიდან დაახლოებით 20:00 საათისთვის გასული სამხედრო კოლონა, რომელშიც რუსული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა შედიოდა, სენაკის სამხედრო ბაზაზე განლაგდა.

11:35  - გორში ქართული პოლიცია შევიდა. მიუხედავად შეთანხმებისა, რომ რუსულ ჯავშანტექნიკასა და რეგულარული ჯარის ნაწილებს გორი უნდა დაეტოვებინათ, რუსული მხარე ქალაქიდან გასასვლელად ორ დღეს ითხოვს.

13:10 - რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები ფოთსა და სენაკში კვლავ გამოჩდნენ. ორი აფეთქება მოხდა სენაკის სამხედრო ბაზაზე. განადგურებულია ბაზის ტერიტორიაზე არსებული იარაღის საწყობი.

13:20 - რუსეთის სამხედრო ტექნიკამ ფოთის სამხედრო პორტის ტერიტორია დაიკავა, სადაც 13 აგვისტოს  რამდენიმე სამხედრო გემი ააფეთქეს.

13:30  - გორის შესასვლელთან რუსული ტანკები და ჯარისკაცები დგანან. ისინი ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს ქალაქში არ უშვებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ქალაქს ნაღმავენ.

14:00 - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესტონეთისა და ლიტვის დელეგაციებმა დაიწყეს მუშაობა, რათა რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერდეს,

14:20 - ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე რუსული რეგულარული არმიის ჯარისკაცები ხელახლა შესვლასთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციამ განცხადება გაავრცელა: "მიუხედავად რუსულ მხარესთან მიღწული შეთანხმებისა, ვანდალური ფაქტები დღესაც გრძელდება. დილიდან რუსი ჯარისკაცები ხელმეორედ შეიჭრნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის სამმართველოს ფოთის ბაზის ტერიტორიაზე და მოროდიორობას განაგრძობენ - დაზიანებულია და იძარცვება ფოთის ბაზის შენობა, ბოლომდე ნადგურდება პირველ დაბომბვას გადარჩენილი ინფრასტრუქტურა, სარადარო დანადგარები".
მათივე ცნობით, ტერიტორიაზე შესულია, როგორც რუსული რეგულარული არმიის ცოცხალი ძალა, ასევე სამხედრო ტექნიკა. დადასტურებული ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები ანადგურებდნენ მატერიალურ ფასეულობას, რის გატანასაც ტერიტორიიდან ვერ ახერხებდნენ.

14:50 - რუსეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა საგანგაშოა. ლარსის საზღვრიდან შემოსვლის ნებართვას სამი დღეა რუსეთში მცხოვრები ათასამდე ქართველი ელოდება.
ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაავრცელა. რუსეთში ქართველების მდგომარეობა საგანგაშოა. ახალგაზრდა რუსი ექსტრემისტები ქართველების არაადამიანურ დევნას, შევიწროებასა და მკვლელობებს ახორციელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ ქალაქ მოსკოვში, ქართველობის გამო, განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს და მოკლეს ოთხი ქართველი. პეტერბურგის ოლქში იგივე მეთოდების გამოყენებით 17 ქართველი სიცოცხლეს გამოასალმეს. ასევე, ვლადიკავკაზში ქართველების ბაზრის დარბევისას, ოსებმა არაადამიანურად სცემეს მხცოვანი ქალბატონები, ყოვლად დამამცირებლად მოეპყრნენ სხვა ქართველებსაც.

15:00  - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლებების ლიდერებთან - ედუარდ კოკოითთან და სერგეი ბაღაფშთან დღეს, კრემლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, რომელსაც თავად არაღიარებული რესპუბლიკები მიიღებენ.

15:20 - სამმა რუსულმა ჯავშანმანქანამ გორიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება სცადა, თუმცა, ერთ-ერთის დაზიანების გამო უკან დაბრუნდა

15:30 - რუსეთის სამხედრო ტექნიკამ იერიში მიიტანა ყველა იმ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ფოთშია იყო განთავსებული. ფოთის შემოსასვლელიდან, ყოფილი რუსული ბაზის ტერიტორიიდან მათ გადაინაცვლეს მალთაყვაში, სადაც საჰაერო ძალების ბაზა ააფეთქეს. რუსეთის სამხედრო ძალებმა "ურალის" მარკის სამი ავტომანქანით სამხედრო ბაზასა და სანაპირო დაცვის ფოთის დივიზიონიდან სამხედრო ტანსაცმელი, ინვენტარი გაიტანეს.

15:35 - რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა "ქართული აგრესიის" წინააღმდეგ მებრძოლების დაჯილდოების პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი.

16:00 - სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 150-მდე პატიმრის გაქცევის ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც მინისტრმა საინფორმაციო ბრიფინგზე აღნიშნა, 12 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-9 ხონის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან 150-მდე პატიმარი გაიქცა. იყო ინსპირირებული მასობრივი არეულობა, რის შემდეგაც პატიმრებმა მოახერხეს შემაკავებელი კომუნიკაციების გარღვევა და გაქცევა.

16:40 - საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის გადაწყვეტილება 117 ხმით ერთხმად მიიღო.

16:50 - პოლონეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვიდა.
ჰუმანიტარულ ტვირთს საქართველოში პოლონეთის წარმომადგენლები დახვდნენ. ტვირთი მხოლოდ სამედიცინო აპარატურას და მედიკამენტებს შეიცავს, მათ შორის არის 8 რესპირატორული სუნთქვის აპარატი.

17:10 - რუსეთის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, დედაქალაქში 28 ათასი დევნილი დარეგისტრირდა, რომელიც 268 ობიექტში განათავსეს.

17:30 - საზოგადოებრივი მაუწყებლის" კორესპონდენტი თამარ ურუშაძე გორის შესასვლელთან დაჭრეს. ურუშაძეს რუსული პოზიციებიდან იმ მომენტში ესროლეს, როცა იგი პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა.

17:40 - რუსმა სამხედროებმა და ჯავშანტექნიკამ  ფოთი დატოვეს. თუმცა, გავრცელებეული ინფორმაციით, მათ სამხედრო ბაზების ტერიტორიები დანაღმეს და აფეთქება ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. უსაფრთხოების მზინით, ბაზების ტერიტორიაზე შესვლა ჟურნალისტებსაც აეკრძალათ.

18:10 - ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული დაახლოებით 20 მანქანა დღეს გორში შევიდა. ისინი რუსებმა გაატარეს.

19:10 - ეუთო საქართველოში სამხედრო დამკვირვებლების რაოდენობას ასამდე გაზრდის, ამჟამად კი მათი რაოდენობა მხოლოდ რვას შეადგენს. ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიკი ტალვიტიეს წერილშია ნათქვამი. ტალვიტიეს თქმით, აღნიშნული ინციატივა ეუთოს მუდმივ საბჭოზე დღეს განიხილეს. ჯერჯერობით, არ ზუსტდება, სად იქნებიან განთავსებულნი დამატებითი სამხედრო დამკვირვებლები. საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებენ.

19:15 - თბილისიდან გასასვლელი გზა საპატრულო პოლიციამ უსაფრთხოების გამო კვლავ ჩაკეტა.

19:30 - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ინიციატივით დღეს რუსთავში კარვების გაშლა დაიწყო. წითელი ჯვრის ორგანიზაციამ რუსთავში 120 კარავი ჩაიტანა, რომელიც 600 დევნილზეა გათვლილი. კარვებს მოხალისეები რუსთავის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები შლიან. რუსთავში კონფლიქტის ზონიდან ჩამოსულმა დევნილების რაოდენობამ 3 ათასს გადააჭარბა.

20:00 - პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დღეს 50-მდე ესტონელი მოხალისე მიიღო, რომლებიც საქართველოში ჰუმანიტარული მისიის განსახორციელებლად ჩამოვიდნენ.

20:50 - აშშ-ს თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსს განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის ქმედებები იყო სიგნალი ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომ არ ეცადონ ისინი დასავლეთთან ინტეგრაციას. ამის შესახებ გეითსმა ტელეკომპანია "CNN"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

22:00 - გორში კომენდანტის საათი ამოქმედდა.

23:15 - ოლიმპიური თამაშების ადგილი, რომლის ჩატარებაც 2014 წელს სოჭში იყო დაგეგმილი, შესაძლოა შეიცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში განსახილველად შევა პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილი კონფლიქტის ზონასთან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.


 


Category: | Views: 993 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024