უკიდურესად გართულებული ვითარების მიუხედავად, ქართული მხარე სეპარატისტეპთან დიალოგისთვის მზადყოიფნას გამოთქვამს. ამის შეასხებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
"ქართული მხარე მზადაა სეპარატისტებთან პირდაპირი დიალოგი კვლავ აწარმოოს. ჩვენ ნებისმიერი მხარის შუამდგომლობაზე თანახმანი ვართ, მთავარია დაძაბული ვითარების დარეგულირება მოხდეს. ამ ეტაპზე ფორმატზე საუბარი არ შეიძლება, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", _ განაცხადა იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, მოცემულ ვითარებაში ყველა მხარის მთავარი მიზანი სიტუაციის დეესკალაცია და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ამ წუთებში ვითარება კვლავ დაძაბულია. გავრცელებული ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლები სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს. ქართველი შეიარაღებული ფორმირებები ხუთ სოფელს აკონტროლებენ.
|