Грузия Online

Main | My profile | Log out



ზემო აფხაზეთში საომარ მოქმედებებში ჩეჩენი ხალხის მთავარი ჯალათი _ გენერალი შამანოვი მონაწილეობდა

12:52 PM
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მეთიუ ბრაიზას ინფორმაციით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ზემო აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა გენერალი შამანოვი.
სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე აფხაზეთში შევიდა გენერალი შამანოვი - ჩეჩენი ხალხის მთავარი ჯალათი, რომელიც, ზოგიერთი ცნობით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოჩამჩირეში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის დესანტირებას.
დესანტირების შედეგად, მდინარე ენგურთან შეიქმნა უმძლავრესი სამხედრო დაჯგუფება: ასეულობით ტანკი, ათი ათასამდე რუსი მედესანტე, "ურაგანისა" და "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის დანადგარები, თვითმავალი ქვემეხები და ასე შემდეგ.
გენერალ შამანოვის დაჯგუფებას (ნიშანდობლივია, რომ "ჩეჩნეთის გმირი" სპეციალურად გამოიწვიეს რეზერვიდან) ზურგს უმაგრებდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ესკადრა - ფრთოსანი რაკეტებით.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გორი იბომბებოდა არა მხოლოდ თვითმფრინავებიდან, არამედ საშუალო სიშორის ტაქტიკური რაკეტებით (ისინი ჯავის რაიონშია კონცენტრირებული) და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, რომლებსაც რელიეფური გზამკვლელები აქვთ, ანუ რელიეფს რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე მიჰყვებიან მიზნამდე.
ეს ძალა მიადგა სამეგრელოს ქალაქებს - ზუგდიდსა და სენაკს.
ეს არის პუტინ-შამანოვის სამხედრო ტაქტიკა, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომისას გამოიყენებოდა: რუსული არმადა მიადგებოდა ქალაქებს, წაუყენებდა ულტიმატუმს დანებების შესახებ და წინააღმდეგობის ოდნავი მცდელობისას იწყებდა მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება უმოწყალო სარაკეტო - საარტილერიო და საჰაერო დარტყმებით. შემდეგ, უკვე დანგრეულ, გადამწვარ ქალაქში შედიოდა რუსული არმია და ატარებდა `ზაჩისტკას~ (არ ვიცი, არსებობს თუ არა ქართული შესატყვისი ამ საშინელი ტერმინისა), რაც გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურებასა და ამოწყვეტას.

 


Category: | Views: 1003 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024