Грузия Online

Main | My profile | Log out



The Wall Street Journal" -ი ჯონ მაკკეინის წერილს აქვეყნებს

12:53 PM
"The  Wall Street Journal" " -ი აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანიდატის, ჯონ მაკკეინის წერილს აქვეყნებს.
"მათ ვისაც ეგონათ, რომ საერთაშორისო მკაცრი აგრესია წარსულს ჩაბარდა, გასულმა კვირამ გამოაფხიზლა და შოკი მოგვარა. საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში შეტაკებების შემდეგ, რუსეთი მეზობელ სახელმწიფოში შეიჭრა და იქ სამხედრო ოპერაციები დაიწყო, რამაც საქართველოს არსებობას საფრთხე შეუქმნა. ალბათ ამერიკელების ნაწილი, ფიქრობს თუ რატომ უნდა გვაღელვებდეს პლანეტის მეორე მხარეს მდებარე ქვეყნის ბედი. საქართველო ხომ პატარა, შორეული და უცნობი ქვეყანაა. მაგრამ სწორედ შორეულ და უცნობ ადგილებში იწერება ისტორია.
საქართველოს საზღვარი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აღიარებული, როკის გვირაბის გავლით რუსულმა ტანკებმა და ჯარებმა გადაკვეთეს და დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უბრალოდ ოსების დაცვას ცდილობდა. მაგრამ რუსეთის რეალური მიზანია საქართველოში ხელისუფლების შეცვლა.
ორი წლის წინ მე ვიმყოფებოდი სამხრეთ ოსეთში. როცა ჩვენ შევედით ამ თვით გამოცხადებულ სახელმწიფოში, რომელიც ახლა რუსეთის მიერ არის დაკავებული - მე ვნახე უზარმაზარი ტრანსფარანტი წასრწერით: "ვლადიმერ პუტინი ჩვენი პრეზიდენტია". ეს სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე იყო.
რუსული მხარის განცხადებას, თითქოს ის ჰუმანიტარული მოტივებით ხელმძღვანელობდა, კიდევ უფრო უარყოფილია დაბომბვების კამპანიით, რომელიც მთელს საქართველოში განხორციელდა. დანგრეულია სამხედრო ბაზები, მრავალსართულიანი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურის ობიექტები. დაჭრილია და დაღუპულია უდანაშაულო ადამიანები. საქართველოს ნაპირებთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თავმოყრისა და რუსეთის ჯარების მიერ ქალაქების დაკავების შემდეგ, რუსეთის აგრესიის ხასიათში არავითარი ეჭვი არ დარჩა.
საფრანგეთის შუამდგომლობით მიღებული და ხელმოწერილი ხელშეკრულება, ცეცხლის შეწყვეტაის თაობაზე, ირღვევა რუსეთის მიერ და შეტევები გრძელდება. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებაში არ არის ნახსენები საქართვლოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს ძალიან შემაშფოთებელია.
არის დადასტურებული ინფორმაცია, საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის ჯარების შესვლას თანახლავს მშიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და ეთნიკური წმენდის ფაქტებიც.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრიმა განცხადებაში მინიმუმ ერთი მიზანი გაახმოვანა, რომ საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი არ შეიძლება რუსეთის პარტნიორი იყოს და მისთვის უკეთესია თუ წავა. ამ გზით, რუსეთმა მოახდინა იმის დემონსტირება თუ რატომ მიისწრაფიან მისი მეზობლები ნატოში.
არსებული კრიზისზე საერთო ტრანსატლანტიკური აზრი ყალიბდება, თუ როგორ უნდა მოვექცეთ რუსეთს და მის მეზობლებს. პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვის, უკრაინისა და ლატვიის ლიდერებმა თბილისში ჩასვლით, საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატეს და დაგმეს რუსეთის აგრესია.
საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავიდა მოსკოვში, რათა სამხედრო მოქმედებების შეჩერება მოეხდინა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა არსებობის პერსპექტივას, ხოლო ბრიტანეთის ოპაოზიციის ლიდერმა ღიად მოუწოდა შეაჩერონ რუსეთის ამ ორგანიზაციის წევრობა.
ცეცხლის შეწყვეტა - ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ საჭიროა შემდეგიც. ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად საერთო მიზნების ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ - დავარწმუნოთ რუსეთის მთავრობა შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები და საქართველოდან თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს. აუცილებელია ომისგან განადგურებულ რაიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვება, რადგან თავიდან ავიცილოთ კიდევ უფრო მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა. უნდა უზრუნველვყოთ, ჰაერითა და ზღვით დახმარების სასწრაფო მიწოდება.
ჩვენ სეპარატისტულ რეგიონებში უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი, საერთაშორისო სამშვიდობო მისია და ჩვენს ქართველ პარტნიორებს ქვეყნის აღდგენაში დავეხმაროთ. ეს გულისხმობს ჩვენი ურთიერთობების სრულად გადახედვას, როგორც საქართველოსთან ასევე რუსეთთანაც.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო რჩება ალიანსის წევრობის რიგში და იმედი მაქვს, რომ ნატო ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობის გზაზე დადგეს. აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა - გააუქმა რუსეთთან საერთო წვრთნები.
ქართველი ხალხი იტანჯებოდა წარსულში და ის ახლაც იტანჯება. ჩვენ მათ ამ ტრაგედიის გადატანაში უნდა დავახმაროთ და ქართველებმა უნად იცოდნენ, რომ ამერიკელი ხალხი ფიქრობს მათზე, ლოცულობს მათთვის და მხარში უდგას მათ. ეს პატარა დემოკრატიული ქვეყანა შორს ჩვენი სანაპიროებისაგან, რომელიც ყველას ძალს მატებს, ვინც ჩვენს იდეალებს აფასებს. როგორც მე უკვე საქართველოს პრეზიდენტს მიხელ სააკაშვილს სატელეფონოსაუბისას ვუთხარი, დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ. ჩვენ ამის შესახებ არ უნდა დავივიწყოთ."
აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანიდატი ჯონ მაკკეინი.

 


Category: | Views: 948 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024