დღეს, 15 აგვისტოს, თბილისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ეწვევა. რაისი საქართველოში პარიზიდან ჩამოვა, სადაც ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბერნარდ კუშნერთან. მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების ე.წ. ექვსპუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიცირებულია.
საქართველოში ჩამოსვლისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილსა დახელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. რაისი თბილისს პირადად ჯორჯ ბუშის დავალებით ეწვევა და შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.
|