Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსეთი სამეგრელოში საოკუპაციო ჯარების შეყვანის გასამართლებლად რუსეთის მოქალაქეობას უკვე მეგრელებს სთავაზობს

12:58 PM

რუსეთის ფედერაცია სამეგრელოს რეგიონში საოკუპაციო ჯარების შეყვანის გასამართლებლად რუსეთის მოქალაქეობას უკვე მეგრელებს სთავაზობს. "მას შემდეგ, რაც რუსული საოკუპაციო ჯარი სამეგრელოში შემოვიდა, რუსი ჯარისკაცები მოგვიწოდებენ, რუსეთის მოქალაქეობა მივიღოთ, რის შემდეგაც ჩვენს უსაფრთხოებას ისევე დაიცავენ, როგორც ეს ცხინვალის კონფლიქტის ზონაში გააკეთეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ კრემლისგან დავალებაა მიღებული, ადგილობრივ მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიანიჭონ, რაც აგრესორებს სამეგრელოს ტერიტორიის ოკუპირებისთვის კიდევ ერთ მიზეზს მისცემს", - განუცხადა "პირველს" ზუდგიდის ადგილობრივმა მცხოვრებმა. წყაროს თქმით, რუსების შემოთავაზების მიუხედავად, სამეგრელოს მოსახლეობა ამ წინადადებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ამასთან, სამეგრელოს რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ზაზა გოროზია რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების შეთავაზების ფაქტს უარყოფს. "სამეგრელოს არც ერთ რაიონში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა", - განუცხადა "პირველს" გოროზიამ


 


Category: | Views: 681 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017