Грузия Online

Main | My profile | Log out



რა ხდება ზუგდიდსა და წალენჯიხაში

6:07 PM

ზუგდიდში შექმნილი ვითარება “ვერსია” ინკოგნიტო რესპოდენტმა მოაწოდა:
- ”3 დღე ვრცელდებოდა ხმა, რომ ზუგდიდში აფხაზები შემოვიდოდნენ. სხვა სასაუბრო ქალაქში არაფერი იყო. მიუხედავად აჟიოტაჟისა, გახიზნული მოსახლეობა ოჯახებს დაუბრუნდა. სანამდე შეიძლებოდა დაგვეტოვებინათ სახლი?”.

რაც მოსასვლელი გვაქვს, ვერსად გავექცევით. ჭორები სიმართლე აღმოჩნდა - 13 აგვისტოს, წალენჯიხის რაიონის სოფლებში: მუჟავასა და ფახულანში აფხაზები შევიდნენ, ზუგდიდის რაიონის სოფლები რუხი და რიყეც დაიკავეს. ზუსტად ვიცი, აფხაზები წალენჯიხასა და ზუგდიდის განაპირა სოფლებში შეიჭრნენ. თანაც აფხაზი ნაცნობები მყავს და მათი განწყობა დაფარული არ არის. რუსებთან ერთად მოიწევენ.

ისინი სოფლებში მოსახლეობას არ აწიოკებენ, მაგრამ მარადიორობენ. ხალხს ყველაფერი ჩამოართვეს, რაც ებადათ. ყველაფრის მიუხედავად, ქალაქი არ ჩამკვდარა. ზუგდიდში ტრანსპორტი მოძრაობს, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსკენ გადაადგილება შეიზღუდა. აღარავინ იმალება, პანიკაც არ არის.

რუსი სამხედროები სად განლაგდნენ და როგორ მოქმედებენ?
- ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. მერიიდან, პოლიციის შენობიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კომპიუტრები გამოზიდეს, რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ. ფაცი-ფუცში იყვნენ. ალბათ, ომის წამოწყებაში სურთ დაგვადანაშულონ და რაღაც “კომპრომატებს” ეძებენ. 12 აგვისტოს, სააკაშვილის რეზიდენციასთან, მოქალაქეს ჩამოართვეს “06”-ის მარკის მანქანა. ზუგდიდიში ბენზინი მხოლოდ ერთ ადგილას იყიდება და შეზღუდული რაოდენობით გასცემენ.

პროდუქტებზეც ფასებმა მოიმატა, პური 80 თეთრი ღირს, დეფიციტი გახდა მობილურის ბარათები, არ იშოვება არც მაგთის და არც ჯეოსელის, ტელეფონზე თანხის ჩარიცხვაც გართულდა, რადგან აპარატებთან რიგებია.


 


Category: | Views: 1005 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024