Грузия Online

Main | My profile | Log out



ქართველი ჯარისკაცი: ვერავინ ვერ ხვდებოდა როგორ მოახერხა წაგება, როცა ყველაფერი სადაც მივიდა - მოიგო…

6:09 PM
ქართულ ინტერნეტ-ფორუმ georgianpolitics.com –ზე განთავსებულია ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცის მოგონებები, რომელიც სამაჩაბლოში განვითარებულ მოვლენებსა და ომის პერიპეტიებს იხსენებს.
ქართველი ჯარისკაცი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა შეცდომები იყო დაშვებული ქართული გენერალიტეტის მიერ და ომის დროს უფრო კარგად რისი გაკეთება შეიძლებოდა.
მოგონებებში რამდენიმეგან საუბარია ომის მიმდინარეობის მთელ პროცესზე, რაც მკითხველს, ვფიქრობთ, რომ განვლილ დღეებზე ნათელ წარმოდგენას შეუქმნის. ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.
ომი ქართველი ჯარისკაცის თვალით
120-ზე მეტი მარტო ტ-72 გვყავდა, ომამდე, ახლა კაცმა არ იცის რამდენი გვყავს.
გვეცოდებოდა თქო მე ჩისტა ისე ვთქვი, ამან აღიქვა რო მართლა გვეცოდებოდა, არავის არ ეცოდებოდა იქ არავინ იასნია, ჩვენები იქ იმდენი დაიხოცნენ რო არტილერია 2 კვირა რომ არ გაჩერებულიყო, ყველა ბედნიერები ვიქნებოდით… ჩისტა ობიექტური მხრიდან რო გამოხედო, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ფარგლებში არა სწორი იყო ჩვენი ამდენი არტილერიის მუშაობა თორე რეალურად - მაგან უამრავი სიცოცხლეები გადაარჩინა.
ოსების დამოკიდებულებაზე - უმეტესობა სოფლებისა ან დაიცალა, ან ჩაბარდა, მაგალითად ღრომი - ჩაბარდა, ანუ შევიდა სერჟანტას 100-ეული და რამდენიმე მთვრალი შეიარაღებული სირი დახვდათ და ეგ იყო და ეგ, სანგრები მიტოვებული იყო და სოფელი ჩააბარეს იტოგში, უმეტესობა არც აპირებდა ომს ოსების მხრიდან.
მერე მოვიდა 1 საათში ბრძანება გამოდითო, გამოვიდნენ უკან, ჩასვეს იქ 300 კაციანი რეზერვი რომლებიც იმავე ღამეს გამოყარა კაზაკების დესანტმა, არადა ღრომი იყო ძალიან ვაჟნი ადგილი, დღემდე ვერ გაიგო სერჟამ რატო გამოიყვანეს უკან ერთ-ერთი ძლიერი 100-ეული მაგ ომში უკან… იქ არც იმათი არტილერია წვდებოდა არც არაფერი, ჩისტა პეხოტა უნდა გამოსულიყო ტყეებიდან და გამართულიყო დაცვითი ომი ჩვენი მხრიდან ძალიან ვაჟნი ადგილისა… რატომღაც ჩატოვეს 300 კაციანი რეზერვისტები იქ…
ცხინვალზე - ცხინვალს იღებდნენ ჩვენებიც და იბრუნდებნენ ისენიც, პრი ეტომ როგორც წესი ჩვენები იღებდნენ შედარებით ბრზოლებით, ისენი იბრუნებდნენ უბრძოლველად, უხაროდათ და იბომბებოდნენ უსაშველოდ მერე…
ჯავაზე - პირდაპირ ჯავაზე იერიში რამდენადაც მე და კეპამ მოვიკვლიეთ არ ყოფილა, არც ლიახვის ხიდზე. საუბრობენ რო მეორე ბრიგადამ მაგრა იბრძოლა სადღაც მაგ რეგიონში მარა ჯავამდე ვერ მიაღწია. დანაკარგები უცნობია, იძახიან რო თითქმის არ არიო.
ასევე სადღაც მანდვე ომობდა მესამე ბრიგადა… მცირე დანაკარგები საბოლოო ჯამში რამდენადაც სამხედროებმა მობილურებზე გადარეკვებით გავარკვიეთ.
მეოთხე ბრიგადის ავიაციისგან გადარჩენილი ნაწილი (ჩვენი M4-იანი ხალხი) ომობდენ ცხინვალის ირგვლივ ყველგან… დანაკარგები - ნახევარი ბრიგადა დაღუპულები ან დაჭრილები, თუ მეტი არა. თუ არ ვცდები მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის (41-ე ბატალიონის ანუ) ბატალიონის მეთაური დაღუპულია… ძირითადი დანაკარგი - 1 ცალი ავიაცური კასეტური ბომბისგან 8 აგვისტოს ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე კოლონაში…
მე-5 ბრიგადამ იომა კოდორში… დანაკარგები ჩემთვის უცნობია.
პირველი ბრიგადა იყო ერაყში და მხოლოდ ერთი ბატალიონი იყო ის ქართველი სამშვიდობოები რომლებიც მთელი დღე იბომბებოდნენ პირველ დღეს და ითმენდენ, რომლებაც მიიღეს პირველი დარტყმები და პირველებმა გახსნეს ცეცხლი ბრძანებისას… გაუთავდათ შუა ომში ტყვია წამალი პრაქტიკულად და დანარჩენი დრო გამოდიოდნენ ცეცხლის ქვეშ… დანაკარგები - 3 მოკლული ერთ ასეულში, მეორეში 2, დაჭრილები სადღაც 30-მდე ჯამშიო…
უმეტესობა ინფორმაციები მაქვს პირადად ოფიცრობისგან, პირადი შეხვედრებით, მესამე ბრიგადის არ გვინახია არავინ - მხოლოდ მობილურით გვქონდა ინფოები.
პირადად ვნახეთ ასევე ATC (ანტი ტერორისტული ცენტრი) - დანაკარგები 6 დაჭრილი მთელი ომის მანძილზე, პრი ეტომ პირველი ცხინვალის შტურმში ვიღებდით მონაწილეობასო, 1 ტანკი დაგვიწვესო, 1 დაზიანდაო, ერთი საათის მერე მოვიდა ბრძანება დატოვეთ ცხინვალი უნდა დავბომბოთო - გამოვედით უკანო.
კოჯრის სპეცნაზი - უტევდა ერთ-ერთ მომენტში ცხინვალს და კონკრეტულად მთავრობის სახლს, დანაკარგები უცნობია (კოღოს სასტავი, სტრაიკერები მიხვდებიან).
უმეტესობა სხვა სპეცნაზებშიც იგივე სიტუაციაა, მცირე დანაკარგები, გაუგებარი ქცევა სარდლობისგან. სერჟას სპეცნაზში - დანაკრგი 0 დაღუპული, 0 დაჭრილი...

 


Category: | Views: 1168 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024