Грузия Online

Main | My profile | Log out



"ხვალ იყო ომი, ანუ როგორია რუსეთის აგრესიის შედეგები საქართველოსთან მიმართებაში"

6:11 PM
"ყოველივე დაფარული ბოლოს და ბოლოს გაცხადდება". ამ თეზისის სრული სიმართლე სამხრეთ ოსეთში განვითარებული უკანაკსნელი მოვლენებით დადასტურდა. ახლა უკვე მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე რუსეთი. იგი ზედმეტად უხეშად მოქმედებს და თავის მიერვე შექმნილ სეპარატისტებს იცავს. მაგრამ ჯობს ყველაფერზე თანმიმდევრულად...
ინდულგენცია დანაშაულის გამოსაყიდად
საინტერესოა. რას გრძობს ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერეგი ლავროვი?! ნუთუ არ რცხვენია კიდევ ერთხელ შეასრულოს კრემლის გამხოვანებლის როლი, რომელმაც უკვე დაიბანა ხელი ქართველი ხალხსი სისხლში?! მან ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კოსოვოს სტატუსი განიხილებოდა, განაცხადა, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს საზღვრების შეცვლა ამ სახელმწიფოს დაუკითხავად. "ჩვენთვის ეს წითელი ხაზია - საერთაშორისო სამართლის საკითხები, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ურყევია ორივე მხარის თანხმობის განთვალისწინებით", _ აღნიშნავდა ლავროვი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ის კვლავ კრემლის ადვოკატად გვევლინება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცინიკურად უკეთებს ინგორირებას, ბომბავს ამ ქვეყნის ქალაქებს და ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას. ნუთუ ლავროვს მსოფლიოს საყოველთაო ამნეზიის იმედი აქვს?! თუ მიაჩნია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა აძლევს უფლებას, ორმაგის სტანდარტებით ითამაშოს? დარწმუნებული ვარ, ბატონი ლავროვი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო: რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც უზარმაზარი იმპერიული ამბიციები აქვს და ამის დასამტკიცებლად ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა შეუძლია. ამასთანავე, მას შეუძლია, სისხლისღვრა არა ხმოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც მოუწყოს. მეზობელი ქვეყნის დანაშაული კი მხოლოდ ისაა, რომ თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის.
მაგრამ ამ ვითარებაშიც ლავრიოვი იქცევა არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც კარიერისტი. იგი არ გაჰყვა ედუარდ შევარდნაძის ნაკვალევს, რომელმაც 1990 წლის დეკემბერში პროტესტის ნიშნად დატოვა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. ლავროვმა სხვა გზა აირჩია - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორჩილი აღმსრულებელი და კრემლის მოლაყბე სჭირდება, რომელიც ყოველთვის მოიქცევა ისე, როგორც ნამდვილი კარიერისტი. როდესაც რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა საქართველო და გავლენა ქართველ ხალხზე, აამუშავა ტერიტორიული ანექსიის მექანიზმი და მთელმა მსოფლიომ დაინახა მისი რევანშიზმის ნარჩენების საფრთხე. დიახ, შემთხვევით არ მიხსენებია სიტყვა "დაკარგვა" _ რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა საქართველო. როგორც არ უნდა დასრულდეს რუსეთ-საქართველოს შორის წინააღმდეგობა, ნათელია - რუსეთმა წააგო. იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არასოდეს აპატიებს რუსეთს თავიანთი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას, თანამემამულეთა დახოცვას.
მაინტერესებს ისიც, რას გრძნობენ ბატონი ოპოზიციონერები ან დემოკრატები რუსეთში მას შემდეგ, რაც დაიბომბა მარნეული, გორი, სენაკი, ფოთი და სხვა ქალაები... ჩემი აზრით, თანამედროვე რუსეთის დემოკრატებმა თავიანთი უპასუხისმგებლობიოთა და სიჩუმით "კუბოს ფიცარზე ბოლო ლურსმანი დააჭედეს". მეტიც, რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა რუსეთში კრემლს დაუჭირეს მხარი, ანუ გაამართლეს საქართველოს ანექსია. მთელი ეს პოლიტპერსონალიები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გაჰყვიროდნენ ავტორიტარიზმის საშიშროების შესახებ და მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებას იცევდნენ რუსეთში, დღეს ერთმანეთს ხელისუფლებისადმი ოდების შეთხზვაში ეჯიბრებიან. ეს არის ნამდვილი რევანში, რომელიც გულისხმობს საკუთარი კომპლექსების დაკმაყოფილებასაც და "კა-გე-ბეს" რუსეთის რეაბილიტაციაც.
ამავე დროს, ეს არის რუსეთის ოპოზიციის მონური სახე, რომელიც ხიზილალის ახალი ულუფისთვის მზადაა გაანადგუროს სხვისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი. მაგრამ შეიძლება თუ არა დიდხანს იცხოვრო შენი პრინციპების გაყიდვის შეგრძნებით. არის თუ არა ეს ერთგვარი ინდულგენცია ძალადობის წასახალისებლად?! როგორც რუსეთის ოპოზიციის მოქმედებიდან ჩანს, ეს შესაძლებელია. ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ მილიონობით ადამიანი რუსეთში უხმოდ ადევნებს თვალს, თუ როგორ ანადგურებს კრემლი საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არ კიცხავს თავისი ქვეყნის ხელისუფლების მოქმედებას?
სამწუხაროდ, სიტყვის თავისუფლება, სინდისის თავისუფლება და სხვა ამგვარი ცნებები რუსეთში პარაზიტულ სიტყვათშეთანხმებად იქცა. არა მხოლოდ რიგითი რუსი მოქალაქე, არამედ ისინი, ვინც თავს ელიტას უწოდებს, ამ სიტყვებს ზურგს აქცევს. მაგრამ ნუთუ არ გრცხვენიათ, რუსეთის ძვირფასო მოქალაქეებო, იცხოვროთ, ჭამოთ, სვათ, იძინოთ და თან იცოდეთ, რომ თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის სანქციით იბომბება საქართველო და იღვრება სისხლი?! თუ თქვენი ტოტალური დუმილის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ არ გრცხვენიათ. ტვინის გამორეცხვამ მასმედიის დეზინფორმაციის საშუალებით, როდესაც საერთოდ არ არსებობს დამოუკიდებელი ტელეარხები, შედეგი გამოიღო. ხალხის დუმილი იმ დანაშაულზე თანხმობის ნიშანია, რომელიც კრემლმა საქართველოში ჩაიდინა.
რადგანაც ასეა, გასაკვირი არაა, რატომ უჭერს რუსეთი ასე ღიად მხარს სეპარატისტებს მთელ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე. არც ისაა უცნაური, რატომ აქციეს რიგითი სეპარატისტი და არაცენზურული გამომეტყველების მქონე კოკოითი სამხრეთ ოსეთის დანიშნულ პრეზიდენტად. ყველამ დაინახა, რომ რუსეთისთვის დადგა "X დრო". ესაა ძალის უფლებისა და ძალაზე უფლების დაპირისპირება, სადაც საქართველო პირველით ხელმძღვანელობს, რუსეთი _ მეორით. კრემლს ესმის, რომ თუკი წააგებს სეპარატისტთა თამაშს სამხრეთ ოსეთში, ამას აფხაზეთში, მთიან ყარაბაღსა და დნესტრისპირეთში დამარცხებების რიგი მოჰყვება. ამიტომ იგი ცდილობს, რაც შეიძლება თავგანწირვით დაიცვას თავისი "სახე". მაგრამ ეს განწირული წამოწყებაა. თუ რუსეთში _ რომელიც უარყოფს სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, სეპარატიზმს წაახალისებს, დაბომბავს სხვა ქვეყნის ტერიტორიებს და გაანადგურებს მის მშვიდობიან მოსახლეობას _ არ იარსებებს ოპოზიციური აზრი, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს ხელისუფლებაზე და ჩამოაყალიბებს სამოქალაქო საზოგადოებას, ასეთი ქვეყნის ადგილი არ იქნება მსოფლიოს ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის.
"ყოველივე დაფარული გაცხადდა": გაზისა და ნავთობის გაყიდვის შედეგად მიღებულმა უზარმაზარმა შემოსავლებმა რუსეთი არ განკურნა სხვადასხვა დაავადებისგან. თუმცა ასეთი დაავადებებით მას მხოლოდ ნედლეულის როლის შესრულება და არა სუპერსახელმწიფოსი.

 


Category: | Views: 1329 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 1
1 nina  
0
ar vici ra davarkva am umsagavsoebas!ras unda velodet saxvas rusetisgan?tavint xalxs ar indoben da kartvels rogor daindoben?

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024