ჩვენ არა ვართ წინააღმდეგები, რომ რეგიონში არსებობდეს საერთშორისო დამკვირვებლები და სამშვიდობო მისია, მაგრამ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს მისიას რეგიონში. ამის შესახებ 15 აგვიტოს სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
"მაგრამ პრობლემა არის ის, რომ აფხაზები და ოსები არ უჯერებენ სხვას. მათ არა აქვთ რწმება სხვა ძალების მიმართ. ისინი აცხადებენ, რომ რუსული სამხედრო ძალები სამშვიდობო ძალები არის ერთადერთი ძალა, რომლიც მათ აკმაყოფილებთ, რომლებსაც ისინი ენდობიან. და სწორედ ამიტომ ისინი თვლიან, რომ რუსი სამშვიდობო ძალები არიან ერთადერთი გარანტი იმისა, რომ მათ სახლებსა და მათ რეგიონში უსაფრთხოება იქნება", _ განაცხადა მედვედევმა
|