Грузия Online

Main | My profile | Log out



ლევან გაჩეჩილაძე მის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს

6:14 PM
    
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს. როგორც გაჩეჩილაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, "Financial Times"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის საუბრობდა რუსეთთან დაპირისპირების შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების შემდეგ არჩევნების შესაძლო დანიშნვის თაობაზე, რუსულმა მასმედიამ კი თითქოსდა "Financial Times"-ზე დაყრდნობით მისთვის სასარგებლო დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს გაჩეჩილაძე ორი თვის შემდეგ არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით გამოვიდა. "რუსული მედია მისთვის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ცდილობს. სანამ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საჯარისო შენაერთები დგანან, განხეთქილებაზე საუბარი არ იქნება! დღეს ქართული მხარის უმთავრესი პრიორიტეტი რუსი სამხედროების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანაა" - დასძინა გაჩეჩილაძემ.

 


Category: | Views: 1184 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024