Грузия Online

Main | My profile | Log out



10 წელიწადში რუსეთი თავად დაიშლება

3:02 PM

[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
პოლიტოლოგი მალხაზ მაცაბერიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთისათვის მიუღებელია არა პიროვნული ფაქტორის, არამედ მისი პოლიტიკის გამო და ამდენად, ”რუსეთის ებრძვის არა სააკაშვილს, არამედ ქართულ სახწლმწიფოს”.

როგორც ”ფაქტს” მალხაზ მაცაბერიძემ განუცხადა, რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ფოთიდან-იგოეთამდე რუსული საგუშაგოების გახსნა იმას ნიშნავს, რომ ქართული სახლმწიფოს მშენებლობა ჩერდება, ”ასეთ პირობებში კი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება ის ბრალდებები, რასაც რუსეთი სააკაშვილს უყენებს”.

ქართველი ექსპერტის თქმით, რუსი გეოპოლიტიკოსები ძალინ ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ საქართველო არის ხელოვნური სახელმწიფო და იგი უნდა დაიშალოს. სწორედ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებს რუსეთი საქართველოს მიმართ.

- ”იგი ხვედება, რომ თუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს წაგვართმევს, ამით საქართველოს გააბოროტებს და ქართული მხარე არ გაჩერდება, სანამ ამ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს. გამძლეობის თვალსაზრისით, ისტორიულად ჩვენ უფრო გამძლე ერი, ვართ - ვიდრე რუსეთის იმპერია, ხოლო დაახლოებით 10 წელიწადში რუსეთი თავად დაიშლება,” - აცხადებს მაცაბერიძე.

მისივე თქმით, რუსეთის პოლიტიკა იმდენად ანტიქართულია, რომ რომელი პოლიტიკური ძალაც უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ვერ იტყვის, რომ ის პრორუსულია, რადგან ასეთი პოლიტიკოსი ქართული საზოგადოების მიერ აღქმული იქნება, როგორც რუსეთის ხელდასმული.

მალხაზ მაცაბერიძის აზრით, ისეთ პირობებში, როცა რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ოსების გენოციდში დაადანაშაულოს, ოფიციალური მოსკოვის ულტიმატუმის მიღება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მათთვის არასასურველი ფიგურაა და მან უნდა დატოვოს ხელისუფლება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სახელმწიფოებრივად დამანგრეველი პროცესები დაიწყება.


 


Category: | Views: 2618 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024