Грузия Online

Main | My profile | Log out



ოსეთი ყოველთვის საქართველო იყო და ავტონომიების შექმნით სტალინმა ბომბები ჩაგვიდო

3:02 PM

[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
La Repubblica” აქვეყნებს ინტერვიუს კინორეჟისორ ოთარ იოსელიანთან, რომელიც პარიზის წყნარ უბან მარეში ცხოვრობს. ეს აბსურდია, ეს აბსურდული ომია, - ამბობს ოთარ იოსელიანი - ჩემი ნათესავები საშინელ ამბებს მიყვებიან. უკვე ძალაშია სამხედრო კანონები, ჩვენ უგონო სამხედრო აგრესიის მხვერპლი გავხდით. ნათესავები ძალიან პესიმისტურად არიან განწყობილი, სიტუაცია შეიძლება, უფრო და უფრო მძიმე გახდეს”.

რეჟისორის თქმით: აქამდე ევროპა გააზრებულად იგნორირებდა ამ კონფლიქტს, თუმცა დასავლეთის დიპლომატებმა კარგად იცოდნენ შექმნილი სიტუაციის შესახებ. არავინ მოისურვა ჩარეულიყვნენ და ძალადობა შეეჩერებინათ. საფრანგეთი აპირებს, შუამავალობა იკისროს, მაგრამ ამის დიდი იმედი არ მაქვს. ომმა, რომელსაც შეუძლია ააფეთქოს მთელი კავკასია, მსოფლიო აბსოლუტურად გულგრილად შეხვდა.

- ”ჩემი ბებია და ბაბუა ოსები იყვნენ, ეს რეგიონი, საბჭოთა პერიოდის გამოკლებით, ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო. სტალინმა დაანაწევრა საქართველო და შექმნა აფხაზეთი და ოსეთი. ამით მან ჩაგვიდო ორი, შენელებული მოქმედების ბომბი, რომლის მსხვერპლი ყოველთვის ქართველები იქნებიან, ასე უყვარდასტალინს საქართველო”.

- ”პუტინი შეშლილია, შეიძლება, ცოტა ჭკვიანიც და ამიტომ უფრო საშიში. მას სურს, ომი შექმნას ცარიელ ადგილას, საუბარია ერთ ნაგლეჯ მიწაზე, რომელსაც მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს მხოლოდ პუტინის იმპერიული წყურვილის სიმბოლოა. იგი ვერ ურიგდება აზრს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის. ამ იმპერიულ ოცნებას მსხვერპლად ეწირება ათასობით ქართველი და რუსი. დამნაშავე კი მხოლოდ პუტინი იქნება”.

- ”ადამიანები შეძრუნებული არიან და თავს დაუცველად გრძნობენ, რადგან ვიცით რას აკეთებდნენ რუსები ავღანეთსა და ჩეჩნეთში. სავარაუდოდ, ოსეთის ომი გამოიწვევს სხვა კონფლიქტებსაც - ჯერ აფხაზეთი, შემდეგ უკრაინა გადაწყვეტს, რომ რუსეთთან ბრძოლაში საქართველოს დაეხმაროს. ერთადერთ კარგ სიახლეს შეიძლება წარმოადგენდეს ნატოს ჩარევა, მაგრამ ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს, არამედ ხანგრძლივ ომს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ესაა ჭეშმარიტი დაპირისპირება და დაპირისპირების მიზეზის ნამდვილი არსი”.

ოთარ იოსელიანმა ეს ინტერვიუ ომის პირველ დღეებში მისცა, თუ არ გავითვალისწინებთ, მის პიროვნულ შეხედულებებს ომში მონაწილე ლიდერების შესახებ, ზოგიერთი პროგნოზი გამართლდა, სხვა კი ჯერ მომავლის საქმეა. დღეს სახეზე გვაქვს მხოლოდ დიპლომატიური ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის და იმედს ვიტოვებთ, რომ იგი დიპლომატიას არ გასცდება და ჩვენ დასავლეთთან ერთად გამარჯვება გვერგება.


 


Category: | Views: 2584 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024