Грузия Online

Main | My profile | Log out



საფინანსო სისტემა ბეწვის ხიდზეა

1:49 AM
[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს საფინანსო სისტემა ჯერჯერობით ფეხზე დგას. მართალია, ქალაქში მცირეოდენი პანიკა შეინიშნება, მაგრამ ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. ხალხი ჯერჯერობით ბანკებს “უტევს”. თითქმის ყველა წამყვანი ბანკის ფილიალებში ადამიანებს ანგარიშებიდან კუთვნილი თანხა გააქვს. ხშირ შემთხვევაში, საქმე ეხება ათასობით ლარს.
ბანკები გამართულად მუშაობენ, მაგრამ სანამდე გაუძლებს საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვარდნას, უცნობია. გამორიცხული არ არის, ბოლო დროს უპრეცენდენტოდ გამყარებულმა ლარმა ნდობა დაკარგოს.
მოქალაქეები ცდილობენ ეროვნული ვალუტა უცხოურში გადაცვალონ ან სულაც პროდუქტები მოიმარაგონ. უბრალო მოქალაქეებს პანიკის ნიშნები ეტყობათ, ბანკირება და სახელმწიფო მოხელეები გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
- “განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოს ფინანსურ სექტორს, ჯერჯერობით, საფრთხე არ ემუქრება და ამ დროის განმავლობაში ზიანი არ მიუღია”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ამაღლობელმა.
- “ეროვნული ვალუტის კურსი ბაზარზე, რომელიც გუშინ შედგა,აშშ-ს დოლარის მიმართ გამყარდა და ჩვენ არ ველოდებით მისდაცემას”, - დასძინა ამაღლობელმა და აღნიშნა, რომ 11 აგვისტოდან, სესხის გაცემის გარდა, ყველა საბანკო ოპერაცია განხორციელდება. სესხის გაცემა ერთი კვირის შემდეგ განახლდება.
მსოფლიო ბანკი კი საქართველოს რეფორმების გატარებაში მომავალშიც დაეხმარება “საქართველოსთვის ამ განსაკუთრებულად კრიტიკულ დროს, მსოფლიო ბანკს სურს გამოხატოს თავისი რწმენა ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლების არსებობაში, რაც მდგომარეობს უხვ საერთაშორისო რეზერვებში, სწორ მონეტარულ და ფისკალურ კურსში და ფინანსური სექტორის მრავალმხრივ რეფორმებში. ამ ყოველივემ განაპირობა საბანკო სექტორის გაძლიერება, რომელიც დღეს არის ლიკვიდური და გადამხდელუნარიანი”.
გარდა ამისა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკის კერძო სექტორთან მომუშავე გუნდი, გვერდში დაუდგება მის ოთხ პარტნიორ კომერციულ ბანკს და მზად არის დაეხმაროს ამ უაღრესად რთულ პერიოდში. ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ, - ”საქართველოს მთავრობა განაგრძნობს ეკონომიკური მართვის ჯანსაღ კურსს, რომელმაც ამ ძირეულ ცვლილებამდე მოიყვანა ქვეყანა, და ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს წამოწყებული რეფორმების გატარებაში”, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დახმარება აღემატება 1 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო დღეისათვის მოქმედი პროექტებისათვის ეს თანხა შეადგენს 135 მილიონ აშშდოლარს.
ამასთან, მსოფლიო ბანკი საქართველოსათვის 300-350 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფას აპირებს. მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხ სმსოფლიო ბანკი უკვე განიხილავს.
- “საქართველოს რეფორმებისადმი აღიარების ნიშნად, მსოფლიო ბანკი განიხილავს ახალი კრედიტების გაცემას 300-350 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით, რათა მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაეხმაროს მთავრობას რეფორმების კურსის გაგრძელებაში და საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციებში, რაც მოიცავს გზებს და მუნიციპალურ სამუშაოებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
კრედიტის გამოყოფის მიზანია რეფორმების კურსის გაგრძელებაში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაწევას.

 


Category: | Views: 1117 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024