უკვე 4 დღეა თანდათან მცირდება ავიარეისების რაოდენობა ევროპის მიმართულებით. 9 აგვისტოს რეისები შეწყვიტა ჩეხეთის ავიაკომპანიამ, რომლემაც თავისი მგზავრების გადაჯავშნა “ეარპალტიკის” რეისებზე მოახდინა. მაგრამ 10 აგვისტოს საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ მგზავრებს განუცდადეს, რომ რეისი მოიხსნა.
კომპანიის წარმომადგენელმა დაბნეულ მგზავრებს რამდენიმე გამოსავალი შესთავაზა: ან უნდა დალოდებოდნენ ხუთშაბათამდე რეისების შესაძლო აღდგენას, ან დაებრუნებინათ ბილეთები. ეს ძირითადად ეხებოდა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბილეთები “ეარბალტიკაში” ჰქონდათ შეძენილი.
ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავიანთმა საელჩოებმა გამოყვეს სპეციალური ავტობუსები, ამ ადამიანების ერევანში გასამგზავნრებლად. იქ კი საელჩოს წარმომადგენელი დახვდებოდათ მათ და ჩარტერული რეისით გაამგზავრებდა სამშობლოში.
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრების უფლებით სარგებლობენ და ბილეთები გერმანიაში ჰქონდათ შეძენილი, იმ ღამით გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ამიტომ გერმანიის საელჩოს მიმართეს.
11 აგვისტოს გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს დახმარებით, ისიცი, ანალოგიურად, ერევნამდე ავტობუსებით ჩაიყვანეს. იქედან კი გაემგზავრნენ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში.
რეისები ძირითადად ხორციელდება ბაქო, ერევნის, ვარნას მიმართულებით. შეუფერხებლად ევროპის რეისებს მხოლოდ “აირზენა” ახორციელებს. ამიტომაც ამ რეისებზე დიდი მოთხოვნილებაა.
|