Грузия Online

Main | My profile | Log out



ჩეხეთი: “შეტყობინება ქართველებს _ მედგრად”, ჩვენ ვიცით რა არის ეს

4:20 PM
თბილისი.12.08.08."ჯი-ეიჩ-ენი". ჩეხურ ინტერნეტსაიტებზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ქართველო ხალხისადმი მოწოდებები ქვეყნდება: _ "შეტყობინება ქართველებს: "მედგრად" (http://www.blesk.cz/clanek/96736/vzkaz-gruzincum-drzte-se.html ).
მასალაში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა და რუსეთის მიერ 1968 წელს ჩეხეთის მიმართ განხორციელებულ იგივე ქმედებაზე.
აღნიშნულ მოწოდებას პრაღის პირველი აკადემია "პედაგოგის" დირექტორი ზდენეკ ოკუნეკი ეხმაურება, რომელიც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ჩეხეთისთვის, ნებისმიერი ჩეხისთვის გასაგებია ის რაც ამჟამად საქართველოში ხდება.
"მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ასობით საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო. თქვენი ქვეყანა წავიდა სწორი გზით _ დემოკრატიის, თავისუფლების, პროგრესის გზით. რომ არ ყოფილიყო 1948 წელი, როცა ჩეხოსლოვაკიის მთავრობაში მოვიდნენ კომუნისტები და 1968 წელი, როცა საბჭოთა კავშირმა ტანკებით ჩაახშო პრაღის გაზაფხული, ჩეხეთი ევროპაში ერთერთ წამყვან პოზიციას დაიკავებდა. როგორც მცირე ერის წარმომადგენელი ევროპის ცენტრში, ვკიცხავ საქართველოზე რუსეთის ვერაგულ თავდასხმას, რომელიც ძალიან მაგონებს 1968 წლის აგვისტოს. მეგობრებს კრემლში დაავიწყდათ, რომ საბჭოთა იმპერიის ეპოქა წავიდა და რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფის რომ გახდეს განვითარებული და საიმედოდ დაცული ქვეყანა. ღმერთი გფარავდეთ!", _ ნათქვამია ზდენეკ ოკუნეკის წერილში.

 


Category: | Views: 1146 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024