
თბილისი.12.08.08."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველო დსთ-ს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გამართული მიტინგზე.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარესა და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამართული კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული.
"ჩვენ ვტოვებთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას და საბოლოოდ ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს. მოვუწოდებთ უკრაინას და დსთ-ის სხვა წევრებს დატოვონ ეს ორგანიზაცია", _ განაცხადა სააკაშვილმა.
|