Грузия Online

Main | My profile | Log out



მკვლელები მკვლელებს ორდენებით დააჯილდოვებენ

6:09 PM
[დავით კირვალიძე]
”რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიიღო გადაწყვეტილება მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის დასრულების შესახებ სამხრეთ ოსეთში. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვსა და გენერალური შტაბის უფროს ნიკოლაი მაკაროვთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია თავდაცვის უწყების წარმომადგენლების მოხსენების საფუძველზე”.
მან ასევე მისცა მითითება რუსეთის მეომრებს, წინააღმდეგობის კერების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მიიღონ გადაწყვეტილება წინააღმდეგობის გამწევთა განადგურების შესახებ.
- ”წინააღმდეგობის კერების წარმოქმნის და სხვა აგრესიული გამოვლინებების შემთხვევაში მიიღეთ გადაწყვეტილება მათი განადგურების შესახებ”, - განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ”აგრესორი დასჯილია, განიცადა ძალიან სერიოზული დანაკარგები” და მისი შეიარაღებული ძალები დეზორგანიზებულია”.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს, თუმცა ვისავ დღემდ ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ რუსეთის ხელისუფლების მშვიდობიანი სიტყვა, შესაძლოა, რომ მშვიდობიან საქმედ იქცეს, მედვედევის სიტყვები მანაც აღარ დაიჯერა.
მედვედევის ”მშვიდობისმყოფელი” განცხადების შემდეგ დაიბომბა ქარელის რაიონის სოფელი რუისი და კასპის რაიონის სოფელი საკორინთო. დაიბომბა ხაშურის რაიონის სოფელი აგარა. დაბა აგარასთან რუსულმა ბომბდამშენებმა ჭურვი ჩამოაგდეს. შსს-ს ინფორმაციით, ჭურვი სამგზავრო სამარშუტო ტაქსს დაეცა. არის მსხვერპლი. შემთხვევის ადგილზე გასულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
გორის დღევანდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი, - ამის თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის არის ერთი ბავშვი და ერთი ექიმი.
სახელმწიფო მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ საქართველოს დასავლეთ-აღმოსავლეთ ზონებთან დამაკავშირებელ ტრასაზე გადაადგილებისგან, რადგან მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის განცხადებისა, თითქოს რუსეთმა შეწყვიტა საომარი მოქმედებები, მოსახლეობის უსაფრთხოება მაინც გარანტირებული არ არის.
იაკობაშვილის თქმით, იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაზიანების მცდელობა, თუმცა ჭურვები რუსთავის მიდამოებში ჩამოვარდა.
რაც შეეხება კოდორის ხეობას, იაკობაშვილი ინფორმაციით, იყო კოდორის ხეობაზე შეტევა, თუმცა ქართული მხარე ხეობას ინარჩუნებს. იყო მცდელობა ”გრადიდან” დაბომბვისაც.
კავშირი კოდორის ხეობასთან შეზღუდულია, თუმცა, თემურ იაკობაშვილის განცხადებით, არ არსებობს ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობაში ვითარების რაიმე დრამატულ განვითარებას ჰქონდეს ადგილი.
მოკლედ, დაბომბვები გრძელდება, მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავ იღუპება. ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერდა რუსეთის დე-იურე პრეზიდენტის სიტყვები: ”რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტებმა თავი აჩვენეს აღნიშნულ ოპერაციაში საუკეთესო მხრიდან”. და გასცა ბრძანება, რომ მომზადდეს პირთა სიები, რომლებიც ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის ღირსნი არიან წარდგენილ იქნან სახელმწიფო ჯილდოებზე.
დღესვე მოსკოვში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიაჩნია, რომ რუსეთმა თავისი ძალები მშვიდობისთვის უნდა გამოიყენოს.
- ”ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწვეტილების მიღება, ის სიახლეა, რასაც ევროპა და საფრანგეთი რუსეთისგან ელოდა. მთავრია ეს გადაწყვეტილება სისრულეში იქნას მოყვანილი და სამხედრო ძალები ძველ პოზიციებს დაუბრუნდნენ. საერთაშორისო თანამეგობრობას სურს დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”, - განაცხადა სარკოზომ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მედვედევს გადასცა დოკუმენტი, რომელიც არსებული პრობლემის მოგვარების გზებს ეხება.
- ”ის, რაც ევროპასა და საფრანგეთს სურს, არის მშვიდობა, ამისათვის მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ. ძნელია კრიზისის დაძლევა მოლაპარაკებების გარეშე, იმედია რუსეთი ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს”, - აღნიშნა სარკოზიმ.

 


Category: | Views: 1020 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 1
1 GIO_GIO  
0
RUSEBIS DEDAS SHEVECI MEEEEEEEEEEEE......ES RA GVIQNES

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024