Грузия Online

Main | My profile | Log out



ქართველმა სტუდენტებმა ერევანში საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან გამართეს

8:51 PM

სომხეთის დედაქალაქში ქართველმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან ორჯერ გამართეს. თუმცა, ამას ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

[ნინო ცხოიძე, თბილისის საინფორმაციო სააგენტო]
საქართველოში განვითარებული უმძიმესი ვითარების გამო, რაც რუსეთის აგრესიის ანახულ მასშტაბებს უკავშირდება, ორი დღის განმავლობაში ხმას იმაღლებდნენ სომხეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები.

როგორც თბილისის საინფორმაციო სააგენტოს ერევნიდან ქართველმა სტუდენტმა ილია გოგიჩაიშვილმა აცნობა, ამ დღეების განმავლობაში რუსეთის საელჩოს წინ გამართული აქციებისა და მშვიდობიანი მსვლელობისას, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მათ სოლიდარობას უცხადებდნენ შეძახილებით “რუსეთი - აგრესორი!” თუმცა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და რუსეთის მიმართ არაოპოზიციური განწყობა მაინც დიდია.

- “ჩვენს აქციებს მხარდამჭერები უცხოელების მხრიდანაც გამოუჩნდნენ. პოლიციამ ჩვენი ამერიკელი მეგობრის გადაღებული სურათების წართმევა მოინდომა და დაგვემუქრა, რომ თუ ფირებს არ გავანადგურებდით,, დაგვაკავებდნენ” - განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ილია გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, პოლიციამ ამ ფაქტის შესახებ უკვე იმ უნივერსიტეტის რექტორატსაც დაურეკა და სტუდენტებს გაფრთხილება მიეცათ, თუ მსგავს გამოსვლებს არ შეწყვეტდნენ, მათ დააპატიმრებდნენ. ამას გარდა, პროვოკაციების მოწყობა საქართველოს საელჩოს მიმართ განხორციელდებოდა და ამ აქციის მოწყობაში დაადანაშაულებენ.

- “ასევე, შემოიჭრნენ საცხოვრებელ ბინებში და ქართული დროშები აივნებიდან მოგვახსნევინეს. მიუხედავად ამგვარი წეზოლისა, გუშინ CNN-ს პირდაპირ ეთერში მაინც ჩავერთე და საქართველოში მიმდინარე მოვლენები მაინც გავაშუქე” - განაცხადა ილია გოგიჩაიშვილმა.

ამის გამო, ქართველი სტუდენტები ხვალ დილით საქართველოში გამომგზავრებას აპირებენ, რათა თავიანთი პროტესტი საკუთარ ქვეყანაში უფრო უსაფრთხოდ გამოხატონ.


 


Category: | Views: 1021 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024