Грузия Online

Main | My profile | Log out



,,ვლოცულობთ, რომ მალე აღდგეს ნამდვილი მშვიდობა და ერთობა ჩვენს შორის"

0:29 AM
საქართველოსთვის გარეშე ძალების მიერ თავსმოხვეული შიდა კონფლიქტები, რომელსაც არასწორად ეთნიკონფლიქტებსაც უწოდებენ, ორასი წლის მანძილზე მტრული ძალების მიერ წარმოებული ინფორმაციული ომის შედეგიცაა.
მავანნი დღესაც ცდილობენ შეუქმნან საერთაშორისო საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ისტორიულად არაქართული ტერიტორიებია.
ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება, არქეოლოგია... ნაწილობრივ პოლიტიზირებული მეცნიერებებია და, ბუნებრივია, ყოველი ქვეყანა, თავის ინტერესებიდან გამომდინარე, იყენებს მათ. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია იმპერიებისთვის, რომელნიც ამ მეთოდით ცდილობენ გაიმყარონ თავისი პოზიციები (გათიშე და იბატონეს პრინციპი).
ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიოგრაფიულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ერთიანი ქართველი ერი წარმოდგენილი იყო განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებად. აღნიშნული კამპანიის გაგრძელება იყო ის, რომ იმპერიულმა ძალებმა დაიწყეს მეგრულად და სვანურად საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და სცადეს წირვა-ლოცვის ჩატარებაც, მაგრამ ამ კუთხის შვილებმა და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა.
ქართული საზოგადოება წინ აღუდგა აფხაზთა მუჰაჯირობის (გადასახლების) პროცესსაც, ვინაიდან აფხაზები ოდითგან ჩვენი კულტურის და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყვნენ და არიან.
ასევე ჩვენი ნაწილი არიან ოსები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრობენ.
სამწუხაროდ, აფხაზებისა და ოსების ბოლო თაობები იმ იმპერიულ ისტორიოგრაფიაზე გაიზარდნენ, რომელმაც მათ ქართველებისადმი არამეგობრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბა.
ეს იყო ნელი მოქმედების იდეოლოგიური ნაღმი; ამ ნაღმმა ჩვენ დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და ძმობა და ერთობა დაგვარღვევინა. მაგრამ ჩვენს შორის არსებული ნათესაური, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გამო მტერმა მიზანს ბოლომდე მაინც ვერ მიაღწია. ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა, ძმათამკვლელი ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძირითადად განიხილება როგორც პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი და არა ხალხებს შორის მომხდარი კონფლიქტი, რისი დადასტურებაცაა თუნდაც დღეს, ორივე მხარის უბრალო ადამიანების ძირითად ნაწილში კეთილგანწყობითი ურთიერთდამოკიდებულება.
ვლოცულობთ, რომ მალე აღდგეს ნამდვილი მშვიდობა და ერთობა ჩვენს შორის.

 


Category: | Views: 1009 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024