აშშ-მა 2008 წლის აგვისტოში დაგეგმილი ნატო-რუსეთის ერთობლივ წვრთნებზე _ FRUKUS-2008 უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ადამინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდება.
მათივე განცხადებით, აშშ რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი ქმედებების შემდეგ ასეთი წვრთნების პროდუქტიულობას და სარგებლიანობას ვერ ხედავდნენ.
ამავე დროს აშშ-ს აღნიშნულ საკითხში მხარი დაუჭირეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, რომელთა სახედრო გემებსაც უნდა მიეღოთ წვრთნებში მონაწილეობა.
სამხედრო-საზღვაო წვრთნები FRUKUS-2008 უნდა ჩატარებულიყო 15-დან 23 აგვისტომდე იაპონიის ზღვაში. პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებდა სახმელეთო წვრთნებს რუსეთის ფედერაციაში _ ვლადივოსტოკში.
ამადროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღდეგ განხორციელებული აგრესია მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს რუსეთის წევრობას "დოდ რვიანში, მის გაწევრიანებას ვმო-სა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში.
|