ბელორუსი გეგმავს აღადგინოს ავიარეისები თბილისსა და ბათუმში, _ ამის შესახებ ბელორუსის ნაციონალური კომპანიის "ბელავიას" გენერალურმა დირექტორმა ანატოლი გუსაროვმა განაცხადა.
"ბელორუსიის ნაციონალური ავიაკომპანია "ბელავია" განიხილავს თბილისსა და ბათუმში რეისების აღდეგენის საკითხს. ჩვენ თვალს ვადევნებთ მდგომარეობის მუდმივ ცვლილებებს. ამჟამად განიხილება ავიარეისის აღდგენა ხუთშაბათს თბილისზე და პარასკევს ბათუმიდან რეისის ორგანიზება." განაცხადა გუსაროვმა.
ნაციონალური ავიაკომპნია "ბელავიამ", განვითარებული მოვლენების გამო შეწყვიტა რეისები თბილისსა და ბათუმში. ორშაბათს ბათუმის და ოთხშაბათს თბილისის რეისები გადაიდო.
|