რუსეთის თავდაცვის სამინიტროში კატეგორულად უარყოფენ ოფიციალური თბილისის ბრალდებას საომარო მოქმედებების გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში გავრცელდა. ქართული მხარის თქმით, მიუხედავად შეთანხმებისა, რუსული ავიაცია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. მათ შორის, იერიში განხორციელდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე.
|