Грузия Online

Main | My profile | Log out



დანებება, ან რუსეთთან მოკავშირეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

1:15 PM

თანამემამულენო, მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებიდან საოცარი გულგრილობის მომსწრე გავხდით ამ ბოლო ხანებში. ჩვენ სამართლიანი პროტესტის გრძნობა , შერბილებულად შეიძლება ეწოდოს ჩვენს განცდას არ უნდა ავიდეს გონაბადაკარგვისა და სასოწარკვეთის დონეზე. დღეს ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. სადაც არსებობს იმედი, იქ ჩნდება ხსნის გზაც.
მე დიდხანს ვფიქრობდი თუ რატომ არიან მსოფლიოს უძლიერესნი ასე გაყუჩებულნი, ეგებ რაიმეს აპირებენ- მეთქი? მოდით და ნუ ვიქნებით ნურც სასოწარკვეთილნი და ნურც არარელურნი. პირდაპირ შევხედოთ თვალებში სიმართლეს! ამერიკამ, ინგლისმა, საფრანგეთმა... მშვენივრად იცოდნენ, რომ რუსეთი არ დათმობდა სააკაშვილის შეტევის გამო არც სამაჩაბლოსა და არც აფხაზეთს.

ჩვენ ახლა ჯობია ავიღოთ პასუხისმგებლობა მთელმა ერმა და ასევე ერთიანი ძალისხმევით ვიფიქროთ თუ რა რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ! როგორც იტყვიან, ლხინშიც და ჭირშიც, გამარჯვებაშიც და დამარცხებაშიც უნდა ერთიანობა გვქონდეს. უფრო მნიშვნელოვანია სწორედ, რომ ჭირსა და დამარცხებაში ჩვენი ერთად ყოფნა, თორემ მტერი სათითაოდ უფრო გაგვანადგურებს!

მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ კითხვაზე - რა რესურსები დაგვრჩა ამჟამად და რა შეგვიძლია ამით გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად?

პირველი რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს არის პრეზიდენტისა და პარლამენტის სწრაფი და ზუსტად გამოზომილი ქმედება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ და ამავე დროს რუსეთის მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიების ოკუპირებულად გამოცხადების შესახებ! მაშინ, როდესაც მოსკოვიდან თბილისში მოფრინავდა საფრანგეთის პრეზიდენტი ბ-ნი სარკოზი, საქართველოს მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტმა მიიღეს ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი დადგენილება.

ამან ბატონი სარკოზი უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენა. თან რუსეთი საქართველოს ამ გადაწყვეტილებათა, ანუ კანონების უკანონდ მიღებაში ვერ დასდებდა ბრალს სააკაშვილს. მისთვისა და პარლამენტისათვის ხომ არავის წაურთმევია, ან შეუზღუდავს საკანონმდებლო საქმიანობის უფლება. აი აქაა ჩვენი რეალური დამოუკიდებლობის გადარჩენის გასაღები!

ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს ქვეყნები დაიღალნენ გაეროში ვეტოს უფლების უძლიერესი პრივილეგიის მქონე რუსეთთან სამართლებრივი ჭიდილით. აგერ ახლახანს ჩვენზე ცოტა ხნით ადრე აფრიკის პროვინცია დარფურში სუდანელი არაბებისაგან ადგილობრივი მოსახლეობის განუზომლად დიდი რაოდენობის (300 000 !!) ნაწილი გაიჟლიტა.

ამ ტრაგედიის საკითხის განხილვა დამნაშავეთა მიმართ სანქციების შემოღების თაობაზე, რუსეთმა ჩააგდო და ამით დაეხმარა ჩინეთს, რომელიც მთავარი იარაღის მიმყიდველი იყო სუდანელებისათვის. ამნაირი ტოტალიტარული მოკავშირების მქონე რუსეთთან საერთაშორისო დონეზე სამართლებრივი ბრძოლა რეალურ შედეგს კაი ხანი არ მოგვცემდა.

ახლა?
ჩვენ ფაქტის წინაშე დავაყენეთ მსოფლიო - რუსეთის მსვიდობისმყოფელობის მანდატი არალეგიტიმური გავხადეთ რუსეთის მიერ საქართველოს იმ ტერიტორიების დაპყრობის გამო, რომლებიც არ შედის სამშვიდობო მანდატით განსაზღვრულ საზღვრებში!

მერე? იკითხავთ - რაა მერე?
დანებება, ან რუსეთთან მოკავშირეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. არც ნეიტრალობა გვიქადის კარგს, რადგან იგივე მოგვივა, რაც დანებების შემთხვევაში. რუსეთი წაგვშლის და ისეთივე დღეში ჩაგვაგდებს, რა დრეშიც ჩრდილოკავკასიის ხალხები ყავს - სახელმწიფო და კრიმინალურ ტერორში, კორუფციაში და მონობაში! ნახეთ რა ხდება დაღესტანში, ინგუშეთში, ბალყარეთში... ესენი ხომ სულ მოკავშირეები იყვნენ რუსეთისა?! მაგრამ აქ კაცთა მკვლელობები, მოტაცება ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ყოველდღიურ ნორმადაა ქცეული!

ამჟამინდელი რუსეთი ძველ ნაცნობ საბჭოთა რუსეთთან შედარებით გაცილებით აგრესიული და ნაციონალისტური სულისკვეთებითაა გამსჭვალული! აგერ არარუსებს, და მათშორის რუსეთის მოკავშირე სასომხეთს რას უშვრებიან?! რუსმა გაზპრომის ფილიალებმა ჩაიგდეს მთელი სომხური წარმოებები ხელში და ქვეყანა კაბალურ ვალებში გახვიეს; თან არ დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ რუსებს თავისი სომხური ბაზებისათვის ენერგია, წყალი და მიწა უფასო აქვთ... ამათ რა უქნეს და ჩვენ ამ მარცხისაგან დანებებულებს ხომ სულ გაგვსრისავენ. ამ შემთხვევაში ჩვენ მარტო დამოუკიდებლობას კი არ უნდა დავემშვიდობოთ, არამედ ღირსებას როგორც ეროვნულს, ასევე პირადულსაც! ჩვენ მეორეხარისხოვან ხალხად , ანუ რუსულად ”გრიზუნებად”- მღნელებად ვიქცევით მათთვის.

ჩვენ უნდა განვაგრძოთ დასავლური კურსი იმ ღირსებისსა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის, რასაც ამდენი ადამიანი შეეწირა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული!

ჩემი აზრით უნდა შევეგუოთ ამნაირი გაჭიანურებული კონფლიქტების კონსერვაციის იმ პრაქტიკას, რაც მოწინავე სახელმწიფოები ალბად არ გამორიცხავდნენ საქართველოსათვის - ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო საერთაშორისო ინტერნაციონალური ძალების საშუალებით უსაფრთხოების ზონის გაკეთება...

ამგვარი რამ კორეას აქვსო, მეტყვით და ნაწილობრივ მართალნიც იქნებით, მხოლოდ იმ დიდი განსხვავებით, რომ ჩრდილო კორეა გაეროს წევრი გახდა ამის შემდეგ და ახლა ჩინელების სამადლო პურზეა საცოდავი ძაღლივით მიგდებული. ხოლო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადების შემდეგ, ასეთი უსაფრთხოების ინტერნაციონალური ზონა საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე ცირფერი მუზარადებით მოთარეშე რუსებს მაინც აგვარიდებს.

უაზრო თანხების ჩაყრას ამ რეგიონებში და სამხედრო ხარჯების უზომო გაზრდასაც ხომ ანგარიში უნდა გაეწიოს. ახლა ადამიანური რესურსები? ყველამ იცის, რომ ამ ღია იარად დაბჩენილ კონფლიქტების მხოლოდ დროებით კონსერვაციას, უამრავი უსაფრთხოების სისტემები, დიპლომატიური ძალიახმევა ესაჭირებოდა. ამ კონფლიქტების გაუმწვავებლობისათვის დახარჯულ მილიარდებს ხომ უმნიშვნელო ეფექტი ქონდა. გაიხსენეთ კოკოითის მხრიდან გასროლილმა ვოზდუხ-ზემლიამ რამდენჯერ ჩამოაგდო ქართული ვერტმფრენი? ახლა დარჩენილი ტერიტორიების უსაფრთხოების რეალური შანსი მოგვეცემა.

რუსეთი თუ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიების დამოუკიდებლობას ცნობს, რაც ძალიან წარმოუდგენელია, მაშინ მათ უნდა გაიზიარონ ჩრდილოეთ კორეის ბედი... ამასთან თავად შემოჯდება სეპარატიზმის ფეთქებად კასრზე. საერთაშორისო საფინანსო წრეებს კი უნდა აეკრძალოთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესტიციების ჩადება... ამის სამართლებრივი ბაზა აფხაზეთში მოგვარებულია, ხოლო ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინვესტიციების რაიმე პერსპექტივას აზრი არ აქვს თუ ტრანსკავკასიურ მაგისტრალს საქართველო ” ხანგრძლივ რემონტზე” (რუსეთის სასაზღვრო პუნქტებივით) გადაიყვანს და რუსეთის ემბარგოს თავადაც უპასუხებს ანალოგიურით!

თუ რუსეთი მიიერთებს, რაც უფრო რეალურია, მაშინ რუსეთი აღმოჩნდება ოკუპაციის ღიად გამოცხადების აუცილებლობის წინაშე და აქ უკვე მთელ მსოფლიოს მიეცემა რუსეთის სამართლებრივი საერთაშორისო პოზიციების დასუსტების რეალური შანსი!

მოკლედ აი ასე უნდა შევიდეთ ნატო-ში.... და გამალებით დავიწყოთ დასავლეთის ქვეყნებთან ერთად დემოკრატიული და ეკონომიკური სისტემების, ასევე იმ აღმოსავლეთ ევროპული კოალიციური უსაფრთხოების სისტემების შექმნა, რომლის უმაღლესი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც ამ საბედისწერო დღეს ჩვენთან იყვნენ...

ეს ძველ ევროპას აღარ მისცემს შანს ”ახალი სუდეტი” მოუწყოს აღმოსავლეთ ევროპას. ამიერკავკასიისსხვა ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის მიმართ (მიუხედავად მათი პოლიტიკური მიმართულებისა) განსაკუთრებული მეგობრული პოლიტიკა კი ამიერკავკასიის რეგიონალური ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა.

ასე, რომ რკინა ცემაში იწრთიბა და ფოლადი ხდება... დეე ჩვენც ვისწავლოთ ერთიან რკინის ზოდად გამოწრთობა და არა გარღვეული ლობიოს ტომრისაგან მარცვლებივით გაბნევა! იმედი არ დავკარგოთ!

უიმედობა უფლის უძლეველობაში ეჭვის შეტანას ნიშნავს, რაც უმძიმესი ცოდვაა ქრისტიანისათვის. უფალი იყოს საქართველოს მფარველი!


 


Category: | Views: 1026 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024