[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”] რუსულმა საჯარისო ნაწილებმა გორის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გორიდან იტყობინებიან, რომ ცენტრალური მაგისტრალი ამ დროისათვის სრულად არის გადაკეტილი, ცოტა ხნის წინ კი გორში დამატებითი რუსული მძიმე ტექნიკა შევიდა.
აღსანიშნავია, რომ გორში სოფლების ძარცვა მიმდინარეობს, არის მსხვერპლიც. მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს მასობრივად ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსულმა სამხედრო ნაწილებმა გორის საარტილერიო ბაზის ნგრევა დაიწყეს.
|