Грузия Online

Main | My profile | Log out



ანდრეი ილარიონოვი: ”ამ პროვოკაციული ომით ყველა კუთხით რუსეთი საქართველოზე მეტად დაზარალდა”

3:49 PM

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
ეკონომიკურ საკითხებში რუსეთის ექს-პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყიფილი მრჩევლის ანდრეი ილარიონოვის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებით ფინანსურად, საგარეო პოლიტიკური და მორალური დანაკარგის კუთხით რუსეთი საქართველოზე მეტად დაზარალდა.

- ”ბრწყინვალედ გათამაშებულ პროვოკაციულ ომში რუსეთი საქართველოზე მეტად დამარცხდა. საქართველოში კრემლის მიერ სამხედრო მოქმედებების განხორცილების გამო რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში ნაბიჯ-ნაბიჯ ექცევა. ამასთან, მოსკოვმა სამხედრო ოპერაციით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას ვერ მიაღწია, ხოლო საქართველოს ნატო-ში სწრაფვას რაც შეეხება, სამხედრო ოპერაციის შემდეგ ნატო-ში საქართველოს სასარგებლო ტენდენციები კიდევ უფრო გაძლიერდება”, - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.

მისივე შეფასებით, რუსეთის მიერ ომის წაგებას ისიც მოწმობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აგრესორად რუსეთს თვლის, რომელმაც თავისი შეიარაღებული ძალები შეიყვანა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს აგრესიის მსხვერპლად მიიჩნევს.

- ”რუსეთი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში ექცევა. მის მოქმედებას მხარი არ დაუჭირეს ვენესუელამ, ირანმა, უზბეკეთმა და ბელორუსიამაც კი. მოსკოვის მიერ საქართველოს ინტერვენციას ღიად მხარი მხოლოდ კუბამ დაუჭირა. პოლიტიკური რვიანი პრაქტიკულად შვიდეულად იქცევა”, - დასძინა პუტინის ყოფილმა მრჩეველმა.

მისივე შეფასებით, ”რუსმა ძალოვანებმა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაცია ისევე დაგეგმეს და განახორციელეს, როგორც ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების წინ ბასაევმა დაღესტანში თავისი ლაშქრობა”.


 


Category: | Views: 1005 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024